პარასკევი, აპრილი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიო„რუსეთი არაერთხელ აფრთხილებდა ყველას, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები ნავთობისა და...

„რუსეთი არაერთხელ აფრთხილებდა ყველას, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები ნავთობისა და გაზის ფასებს გაზრდიდა“

რუსეთი არაერთხელ აფრთხილებდა ყველას, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები ნავთობისა და გაზის ფასებს გაზრდიდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კრემლში გამართულ თათბირზე განაცხადა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებას მიეძღვნა.

„მსურს აღვნიშნო: რუსეთი არაერთხელ აფრთხილებდა, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები გარდაუვლად დააყენებდა დარტყმის ქვეშ გლობალურ ენერგეტიკულ კომპლექსს“, – განაცხადა მან.

პუტინის თქმით, რუსეთი ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ მსგავსი მცდელობები გავლენას მოახდენდა ენერგომატარებლებზე ფასების ზრდაზე, შეზღუდავდა ნახშირწყალბადების მიწოდებას მთელ მსოფლიოში და დაარღვევდა გრძელვადიან საინვესტიციო გეგმებს.

„როგორც ჩანს, ყველაფერი სწორედ ასე ხდება“, – დაასკვნა რუსეთის პრეზიდენტმა.

  კვლევა: ტკბილი გაზიანი სასმელები ქალებში დეპრესიის რისკს ზრდის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი