ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთის მიერ ოდესაზე თავდასხმის შედეგად ქალაქის 250 ათასზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიისა და...

რუსეთის მიერ ოდესაზე თავდასხმის შედეგად ქალაქის 250 ათასზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი

რუსეთმა მასიური შეტევა მიიტანა უკრაინის ქალაქ ოდესაზე, შედეგად ქალაქის 250 ათასზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩა. აღნიშნულის შესახებ ოდესის მერმა, გენადი ტრუხანოვმა განაცხადა.

ოდესის მერის თქმით, რუსეთის თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი 14 სკოლა, 13 საბავშვო ბაღი და 500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

„ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე რუსეთის მასიური თავდასხმის შედეგად მოსახლეობას არ აქვს ელექტროენერგია, წყალი და გათბობა. გათბობის გარეშე დარჩა საავადმყოფოები, კლინიკები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები“, – განაცხადა ტრუხანოვმა.

  „ეს რა ვნახე და წავიკითხე, ბინძურიცაა და ბინძურიც...ყველაზე სუფთა შოუ-ბიზნესი გვქონია ქართველებს, დავაფასოთ“ - ნინი შერმადინი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი