გუშინ, ღამით, ცნობილი გახდა, რომ დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში სასტიკად მოკლეს ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე. კესარიას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია.
შორენა ბეგაშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს.
“როცა მამსგავსებდნენ, ეგონათ ცუდს მეუბნებოდნენ…მშვიდობით, კესო“, – წერს შორენა.
მასალის გამოყენების პირობები