მეან-გინეკოლოგ ეკა გრიგორაშვილს და მის სამ ტყუპს – ბაბიკოს, ნიკოს და ანდროს საოცარი ისტორია აქვთ. ეკას ტყუპები ორსულობის 31 კვირაზე ეყოლა და მათი წონა 500, 650 და 700 გრამი იყო.
ეკა გრიგორაშვილი ტყუპებთან ერთად გადაცემას „პოსტ ალიონი“ სტუმრობდა, სადაც ტყუპების დაბადება და ის გზა გაიხსენა, რომელიც ბრძოლითა და შემართებით, შვილების გადასარჩენად გაიარა:
„ვფიქრობ, რომ სამი ტყუპის დაბადება გმირობა არ არის, მაგრამ დღენაკლულობა, გადარჩენა და შედეგის დადება, ეს არის გმირობა.
31 კვირის და 2 დღის ორსული ვიყავი, როდესაც დაიბადნენ, მათი წონა ძალიან დაბალი იყო, დაბადების შემდეგ სამი თვე საავადმყოფოში ვიყავით.
მასალის გამოყენების პირობები