ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიორომის პაპი ავადმყოფობის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა

რომის პაპი ავადმყოფობის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა

რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გაწერეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მომდევნო ორი თვის განმავლობაში პონტიფიკოსი მკურნალობას ვატიკანში გააგრძელებს.

პნევმონიის დიაგნოზით პაპი რომის საავადმყოფოში იმყოფებოდა. კლინიკის დატოვებამდე ფრანცისკე ავადმყოფობის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ის საავადმყოფოს აივნიდან მრევლს მიესალმა და შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მრევლს პაპთან შეხვედრისას ხელში ტრანსპარანტები ეჭირა, სადაც არაერთი სახელმწიფოს დროშა იყო გამოსახული. მათ შორის იყო საქართველოს დროშაც.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  სასწრაფოდ: აშშ-ში COVID 19-ის შემთხვევების ისტორიული ზრდა დაფიქსირდა – გიორგი ფხაკაძე უახლესი ინფორმაციით
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი