წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, მარშალ გელოვანის და რობაქიძის ქუჩების მოდიფიცირება იგეგმება. ამასთან, თბილისის მერიამ გასცა დავალება დიდი დიღმის სარკინიგზო კავშირის მიზანშეწონილობის კვლევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, სადაც კომპანია „რამბოლის“ მიერ შემოთავაზებული პროექტები განმარტეს.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს დადიანის ქუჩის და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი ხიდის კონცეფციაზე მუშაობაც.”როგორც იცით, “რამბოლის“ დოკუმენტში მითითებულია, რომ თითოეული ღონისძიების, მათ შორის, დიდი დიღმის სარკინიგზო კავშირის მიზანშეწონილობის კვლევა და გავლენების ანალიზია პირველ რიგში ჩასატარებელი. თბილისის მერიამ ასეთი დავალება უკვე გასცა. ამ და სხვა ღონისძიებების მიზანშეწონილობის კვლევა და გავლენების ანალიზი უნდა ჩატარდეს დროში გაწერილი გეგმის შესაბამისად და შემდგომში იქნება მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებები.
პარალელურად, მიმდინარეა საავტობუსო ქსელის რესტრუქტურიზაცია და გამართვა, რომელიც დროში გაწერილი პროცესია და ბევრ ისეთ ფაქტორზეა დამოკიდებული როგორიცაა – საავტობუსო პარკის განახლება, 18-მეტრიანი ავტობუსების დამატება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ადამიანური რესურსები“, – აღნიშნავენ მერიაში.
#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). რომელი ქუჩების მოდიფიცირება იგეგმება წერეთლის რეაბილიტაციის შემდეგ. 1 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რომელი-ქუჩების-მოდიფიცირ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T20:41:43+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
