ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიროდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე, რომ სახლში წარმატება და იღბალი მოვიზიდოთ

როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე, რომ სახლში წარმატება და იღბალი მოვიზიდოთ

ნაძვის ხე ახალი წლის განუყოფელი ნაწილია და ბევრი ადამიანი მის ასაწყობად საგანგებოდ ემზადება, სახლში ყველაზე საინტერესო სივრცეს ეძებს, რომ იქ განათავსოს, ყიდულობს უამრავ სათამაშოსა და განათებას და სურს, განწყობა შეიქმნას.

თუმცა, ნელ-ნელა საახალწლო არდადეგები დასასრულს უახლოვდება და დგება დრო, როცა ნაძვის ხე უნდა ავიღოთ და მომდევნო წლისთვის შევინახოთ. თურმე არსებობს წესები, რომლებიც ნაძვის ხის აღებასთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ, თუ გვინდა, რომ სახლში წარმატება და იღბალი მოვიზიდოთ. ეს, პირველ რიგში, თარიღს ეხება.

აღსანიშნავია, რომ 14 იანვარს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ. ამიტომ, ის წესები, რომლებსაც 31 დეკემბრისთვის ვიყენებთ, კვლავაც აქტუალურია. ითვლება, რომ ნაძვის ხე ძველით ახალ წელსაც უნდა იდგეს სახლში.

არსებობს ტრადიცია, რომ ნაძვის ხე სახლში 19 იანვრამდე, ნათლისღებამდე უნდა გვქონდეს. ნათლისღების შემდეგ შობის პერიოდი მთავრდება და მასთან ერთად ნაძვის ხის მიერ შექმნილი სადღესასწაულო ატმოსფეროც ქრება.

გარდა ამისა, არის ერთი ასეთი ხალხური წარმოდგენა – თუ ნაძვის ხეს წიწვები სცვივა და იშლება, ის რაც შეიძლება, მალე უნდა აიღოთ. ცუდის ნიშნად განიხილება და ძველად თვლიდნენ, რომ შესაძლოა, ამ გზით სახლიდან იღბლის გასვლას ხელი შეუწყოთ… ვრცლად

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „ძალიან მძიმე დღეები გამოვიარეთ…გუშინ ჩემი უახლოესი მეგობარი მივაბარეთ ქართულ მიწას... - ნინი შერმადინი
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი