პუტინის მთავარი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ტიგრან კეოსაიანთან ერთად 2012 წლიდან ცხოვრობს. წყვილმა ოფიციალურად ხელი 2022 წელს მოაწერა. მარგარიტა ყოველთვის ამბობდა, რომ ქორწინების მოწმობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა წყვილის ურთიერთობაში, რადგან მათი დიდი ოჯახი ყოველთვის მეგობრული იყო, სახლი კი სავსე ბედნიერებითა და კომფორტით.
მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ ყოველთვის სიხარულით ბრუნდება შინ, სადაც მას სამი შვილი, საყვარელი ქმარი და უამრავი ნათესავი ელოდება.
“ჩვენთან ცხოვრობენ ჩემი და ტიგრანის დედები, ასევე ჩემი და, ქმარ-შვილთან ერთად. ჩვენს სახლში ცხოვრობს ჩვენი სამი შვილი და ჩემი ბიძაშვილი, რომელიც მარტო დარჩა. უზარმაზარი ოჯახი გვყავს და უზომოდ ბედნიერები ვართ“, – თქვა RT-ის მთავარმა რედაქტორმა.
მარგარიტა სიმოანიანი დედამთილთან ლაურა გევორქიანთან ერთად
43 წლის სიმონიანის თქმით, სახლში ყოველთვის იდილია სუფევს და არავინ არავის ეჩხუბება.
“ყოველი წუთი სავსეა ბედნიერებით. არის გარკვეული წესები, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კონსერვატიული, მაგრამ საკმაოდ ტრადიციული. ჩვენ არასდროს ვამბობთ ამ წესებზე უარს, მეც და ტიგრანიც ასე გავიზარდეთ. როდესაც დედამთილს არ მოსწონს რაღაც, მე ამას აღარ ვაკეთებ. ის როცა მეტყვის, – “არ ჩაიცვა ეს კაბა”, აღარ ვიცვამ. დილას გამოვდივარ და მეუბნება: მარგო, ამით გადიხარ ეთერში? არა!”. წავალ და ტანსაცმელს გამოვიცვლი. რა პრობლემაა?” – ამბობს სიმონიანი.
მასალის გამოყენების პირობები