პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიროგორ შევარჩიოთ კონდიციონერი

როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი

ზაფხულის დადგომასთან ერთად კონდიციონერის შეძენა მეტად აქტუალური ხდება, საქართველოში ფართოდ გავრცელებულია კონდიციონერები ბაზარზე. ხშირად საქართველოში კონდიციონერები ჩამოდის თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა.

მოწყობილობის ტიპი- კონდიციონერები იყოფიან ორ ტიპად სპლიტ სისტემა- შედგება გარე და შიდა ბლოკისგან, ერთმანეთთან კი შეერთებულია ელექტროსადენით და მილით რომელშიც ფრეონი ცირკულირებს. გაძლიერებულად და მონობლოკი ყველაზე გავრცელებული ტიპი არის სპლიტ სისტემა (კედლის) — შედგება 2 ბლოკისგან, შიდა ბლოკი ძირითადად ყენდება კედელზე მაღლა, ფანჯარასთან ახლოს, ხოლო გარე ბლოკი კედლის გარეთ. კედლის სპლიტ-სისტემა შესაძლებელია დააყენოთ სახლში, ოფისში მაღაზიაში, მათი სიმძლავრე მერყეობს 2-10 კვტ-მდე. ასეთი ტიპის კონდიციონერები აციებს 15-100 მ² -ს.

იმისათვის, რომ სწორად შევარჩიოთ კონდიციონერი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შენობის რამდენიმე თავისებურება : [u]პირველ რიგში[/u]- დაითვალეთ 1000 ვატი 8-10 მ²-ზე. [u]მეორე რიგში[/u] – მიღებულ ციფრს დაამატეთ 20-30 % , თუ მზე დღის დიდი მონაკვეთი ადგება ფანჯრებს. [u]მესამე რიგში[/u]- ასევე დაამატეთ შენობაში არსებული ადამიანების რაოდენობა 1 ადამიანი 100 ვატი . ნებისმიერი საოჯახო ტიპის კონდიციონერი ინტერნეტ მაღაზიაში Be.ge.

გაციება- ძირითადად გაციების ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც შეიძლება ჰქონდეს კონდიციონერს, არის 16 გრადუსი. გათბობა-ბევრ კონდიციონერს გარდა გაციებისა აქვს გათბობის ფუნქციაც, რომელიც ხორციელდება რევერსული კომპრესორის საშუალებით. ზოგიერთს კი აქვს სპეციალური ელექტრო მოწყობილობა, რომლის საშუალებით გათბობა ხორციელდება, გარეთ ყინვის დროსაც. თუმცა -30 გრადუსის შემთხვევაში გირჩევთ არ გამოიყენოთ რადგან კონდიციონერი მალე გაფუჭდება.

იონიზაცია-იონიზატორიანი კონდიციონერი ხელს უწყობს აერო იონებით ჰაერის გაჯერებას. დახურულ შენობაში (ოფისში, ოთახში) აერო იონების რაოდენობა ნორმაზე ნაკლებია, ამიტომ იონიზატორის არსებობა გაუმჯობესებული ხარისხის ჰაერის გარანტიაა.

ჰაერის გაშრობა-ჰაერის გამოშრობის რეჟიმში კონდიციონერი მუშაობს ისევე , როგორც გაციებისას, ოღონდ ამ დროს ტემპერატურა შენობაში მხოლოდ 1 გრადუსით ცივდება.

ვენტილაცია – ამ დროს მუშაობს მხოლოდ შიდა ბლოკი, რომლის საშუალებით ხდება ჰაერის თანაბარი გადანაწილება შენობაში. ეს მოსახერხებელია ზამთარში, როდესაც გამათბობელის მიერ გამოცემული სითბო, ვენტილაციის საშუალებით თანაბრად ნაწილდება მთელ ფართობზე.

  როგორ შევინარჩუნოთ სახლში სიგრილე

ტაიმერი-კონდიციონერის ავტომატური ჩართვა-გამორთვა თქვენს მიერ მითითებული დროის მიხედვით.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი