ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაროგორ უნდა შეხვდეს და როგორ არ უნდა შეხვდეს ქრისტიანი ახალ წელს

როგორ უნდა შეხვდეს და როგორ არ უნდა შეხვდეს ქრისტიანი ახალ წელს

როგორ უნდა შეხვდეს და როგორ არ უნდა შეხვდეს ქრისტიანი ახალ წელს.
ეშმაკურმა გამხიარულებამ, სიცილ-ხარხარმა, ბილწსიტყვაობამ, ცეკვა-თამაშმა და სასაცილო მასხრობამ, რომელიც მთელი ღამე გრძელდებოდა, დაატყვევა ჩვენი ქალაქი… ყველაზე მეტ წყენას მაყენებენ თამაშობები, რომელნიც სასტუმროებში იმართება, აღსავსენი თავშეუკავებლობითა და დიდი უღირსებით; – უღირსებით, რამეთუ მით თავშექცეულნი ყურადღებას აქცევენ დღეს, მკითხაობენ და ფიქრობენ, რომ თუ ამ თვის პირველ დღეს მხიარულებასა და სიამოვნებაში გაატარებენ, მაშინ მთელი წელიწადი მათთვის ასევე ჩაივლის. თავშეუკავებლობით კი იმიტომაა აღსავსე, რომ ქალ-კაცნი გათენებისას პირთამდე ავსებენ ჭიქებს ღვინით და უზომოდ თვრებიან (ნეტარი ავგუსტინე მოგვითხრობს, რომ ამ დღეს დათრობა მათთვისაც აუცილებელი იყო, ვინც ღვინოს საერთოდ არ სვამდა).
თუკი შენ გსურს, ამ თვის პირველი დღიდანაც სარგებლობა მიიღო, მაშინ ასე მოიქეცი: როდესაც წლის ბოლოს მიაწევ, მადლობა შესწირე უფალს, რომ მიგაწია წელიწადების ამგვარ წრებრუნვას, გულისშემუსვრილებით, გამოთვალე წლები შენი სიცოცხლისა, საკუთარ თავს უთხარი: დღეები მიფრინავენ, წლები ილევა… რა სიკეთე გვაქვს გაკეთებული?.. ესრეთ სიბრძნისმეტყველებდე თვეთა დასაწყისში, ამას მოიგონებდე წელიწადთა წრებრუნვაში… დღეებს ყურადღებას აქცევდე, ქრისტიანულ სიბრძნეს არ შეეფერება, წარმართული ცდომილებისათვის არის დამახასიათებელი… მართლაც, ქრისტიანისათვის გასაკვირველი და მიუტევებელია, განსაკუთრებულ კეთილდღეობას ელოდოს მთელი წლისაგან იმისდა მიხედვით, თუ როგორ შეხვდება ახალ წელს, ავიწყდება რა, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება და კეთილდღეობა დროთა ბრუნვაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ღვთის ნებაზე და ჩვენი საქმიანობის ხასიათზე; მიუტევებელია ახალ წელს ხმაურიანი ღრეობით შევხვდეთ საღამოდან გვიან ღამემდე, რაც პირწმინდად წარმართული ჩვეულებაა და სამარცხვინოა ღვთისმოსავი ქრისტიანისთვის… ამგვარი რამ არა მარტო ღვთისმოსაობის არქონაზე მიუთითებს, არამედ ქრისტიანობასა და ეკლესიასაც ეწინააღმდეგება.
🔸წმ. იოანე ოქროპირი
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

  პედიატრი განმარტავს, ბავშვის რამდენი გაცივებაა წლის განმავლობაში ნორმალური
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი