სუფრაზე დადებული საკვების მაცივარში შენახულ კონტეინერში ჩაბრუნებით რისკს ვქმნით. როგორც ვთქვით, შესაძლოა, კერძში ბაქტერიები გამრავლდეს და შესაძლოა, ის პროდუქტი, რომელიც მაცივარშია, დავაბინძუროთ. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, ან პორციებად დავაფასოოთ ან უკან, მთლიან შეფუთვაში აღარ ჩავაბრუნოთ.
გაყინვა ერთ-ერთი სწორი მეთოდია. გაყინვის დროს ბაქტერიები ვერ მრავლდებიან. ამიტომ, თუ გვსურს, რომელიმე კერძს უფრო ხანგრძლივი ვადა შევუნარჩუნოთ, გაყინვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. დაახლოებით, 1 თვის განმავლობაში შეგვიძლია, გამოვიყენოთ.
უმჯობესია, ისეთი კერძები გავყინოთ, რომლებიც შემდგომ თერმულ დამუშავებას გადის. რომ გავაცხელებთ, გემოვნური თვისებები შეენახება. სალათების გაყინვა რეკომენდებული არ არის. როდესაც გალღვება, გემოვნური თვისებები დაეკარგება.
კერძის გაცხელება მხოლოდ ერთხელ შეიძლება. არ არის აუცილებელი, რომ ავადუღოთ და ხელახლა ვხარშოთ. რაც უფრო ხშირად გავაცხელებთ, სასარგებლო კომპონენტები, უფრო და უფრო დაიკლებს.
სოკოს ჩაქაფულის გაცხელება შეიძლება. უბრალოდ, სოკოს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ სოკოს სახეობაში, რადგან შეიძლება, ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდეთ. შემოდგომაზე სოკოზე “ბუმი” იყო. ყველა ტყეში მიდიოდა, კრეფდა. წელს ყველაზე მეტი კვებითი ინტოქსიკაცია დაფიქსირდა იმიტომ, რომ სოკოს გარჩევა ყველას არ შეუძლია. სოკოს სახეობასა და უვნებლობაში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ.
არის კერძები, რომლებსაც უმად მივირთმევთ და ის არანაირ თერმულ დამუშავებას არ გადის. შეიძლება, დამარილებული იყოს, მაგრამ დამარილება უბრალოდ ბაქტერიების გამრავლებას ხელს უშლის. მაგრამ, თუ დაბინძურებულია, ვერ კლავს. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ
როდესაც კერძი ან ინგრედიენტი გაფუჭებულია, სუნი აქვს, იქ ბაქტერიების გამრავლების პროცესი უკვე დიდი ხნის დაწყებულია. თავიდან ეს საერთოდ არ ეტყობა. შეიძლება, კერძი ძალიან კარგად გამოიყურებოდეს და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ბაქტერიებით იყოს დაბინძურებული. რასაც ეტყობა, იქ უკვე ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია და საშიშ ზღვარზეა.
რატომღაც, საახალწლოდ ძალიან ბევრ რამეს ვყიდულობთ, ძალიან ბევრ კერძს ვაკეთებთ და მათგან უმეტესობას ნაგავში ვყრით. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ შესაბამისი რაოდენობის მოვამზადოთ და პორციებად შევინახოთ. ერთხელ გამოტანილი პროდუქტი უკან იმავე კონტეინერში არ დავაბრუნოთ და თუ გვინდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში შევინახოთ, საყინულეში მოვათავსოთ, რომ ვადა გავუხანგრძლივოთ.
ნამცხვრები და ზოგადად, კრემიანი სურსათი გადის განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათის კატეგორიაში და მათი შენახვის ვადა, თუ დაცული იქნება მომზადების სწორი მეთოდები, სწორი ნედლეული და ინგრედიენტები შერჩეული – არის 24-36 საათი +2 დან +6 გრადუსზე, ასევე მნიშვნელოვანია მაცივარი მუშაობდეს შესაბამის ტემპერატურაზე, მაქსიმუმ +6-ზე. მაცივარი როდესაც ჩართულია და პროდუქტი ცივია, ეს არ ნიშნავს, რომ სწორი ტემპერატურაა, რეკომენდირებულია, მაცივარში იყოს განთავსებული ცალკე თერმომეტრი, რომელიც ზუსტ მაჩვენებელს მოგვცემს.