ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიასტროლოგიაროგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ

როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ

ზამთარი გაილია და გაზაფხული დადგა. თუ ბოლო ათწლეულებს გადავხედავთ, სტატისტიკურ კვლევებზე დაყრდნობითა და დაკვირვებით, ნათელი გახდება, რომ წელიწადის ეს დრო, მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, საკმაოდ დაძაბული და რთულად გასავლელია, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით. როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, წლევანდელი მარტის თვე ცვლილებებით იქნება დატვირთული და არაერთ ადამიანს მიეცემა შანსი, ეს ცვლილებები საკუთარი წარმატებისთვის გამოიყენოს. მთავარია, სწორად დაგეგმოთ მომავალი ნაბიჯები და დააკვირდეთ ახალმთავრეობისა და სავსემთავრეობის პერიოდებს. ხოლო, თუ როგორ დაგეგმოთ გაზაფხულის პირველი თვე, რათა ის მშვიდად და ნაყოფიერად განვლოთ და მარტში არსებულ ნეგატიურ პერიოდებს პრობლემებისა და წინაღობების გარეშე აუაროთ გვერდი, ამაზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

– მარტის თვეში, დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა, საკმაოდ ჰარმონიული იქნება, რაც ბევრ ქვეყანაში სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებას გაააქტიურებს, მიუხედავად იმისა, რომ 14 მარტს იქნება მთვარის დაბნელება, ხოლო 29 მარტს – მზის დაბნელება. მარტში, განსაკუთრებით 9-დან 29 რიცხვამდე, დედამიწა იქნება ჰარმონიული და დადებითი კოსმიური ვიბრაციების ზონაში. განსაკუთრებით პროდუქტიული იქნება პერიოდი 3 მარტიდან 13 მარტამდე. პლანეტა მერკურის ვერძის ზოდიაქოში ტრანზიტის წყალობით საქმიანი, შემოქმედებითი პოტენციალი გაიზრდება. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ვერძის ენერგიები და მზარდი მთვარე, ბევრ ადამიანს გაუჩენს ცვლილებების სურვილს.

– როგორც მივხვდი, გასული წლის მარტის თვეებთან შედარებით, წელს შედარებით მშვიდი პერიოდი გველის. და, მაინც, რას გვირჩევთ, როგორც ასტროლოგი, როგორ მოვიქცცეთ, რომ ეს პერიოდი ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ და მომავალში ნაყოფიერი შედეგი მივიღოთ?

– ამ პერიოდში უნდა იყოთ აქტიური და შრომისუნარიანი, არ დახარჯოთ დრო უქმად. ეცადეთ ბევრის გაკეთება მოასწროთ, რადგან 15 მარტიდან პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს, რაც ახალ წამოწყებებსა და გეგმებს შეაფერხებს და შეანელებს. 14 მარტს, მთვარის დაბნელებამდე, პლანეტა მერკური ხელს შეუწყობს პროგრესსა და გადაუდებელი ცვლილებების გადაწყვეტას. ამიტომ, 15-დან 21 მარტამდე გეგმები თუ ტრანზაქციები, უფრო ნელა განვითარდება ან, საერთოდ, გადაიდება. მარტის მესამე დეკადაში წარმატებით დასრულდება ყველა წამოწყებული საქმე, მათ შორის, სასიკეთოდ მოგვარდება სასიყვარულო ურთიერთობებიც, რომლებიც ჩიხში შევიდა. 27 მარტს პლანეტა ვენერა, თევზების ზოდიაქოში შევა და კომუნიკაციას უფრო რბილსა და მოქნილს გახდის, ადამიანებს კი – უფრო მიმღებსა და თანამგრძნობს. ხოლო პლანეტა მარსი, რომელიც 18 აპრილამდე კირჩხიბის ზოდიაქოში იქნება, დაეხმარება ადამიანებს შემოქმედებითი და განახლებული ენერგიების გაღვიძებაში. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, გათავისუფლდნენ დამთრგუნველი ტენდენციებისა და ძველი ურთიერთობებისგან, გამოავლინონ ნიჭი სხვადასხვა სფეროში.

– განსაკუთრებით როდის შეინიშნება ყველაზე მაღალი დონე და ნაყოფიერი პერიოდი საქმიანი აქტივობის კუთხით?

– საქმიანი აქტივობის ყველაზე მაღალი დონე შეინიშნება ასტროლოგიური ახალი წლიდან – 20 მარტიდან, როდესაც მზე 13:03 საათზე შევა ვერძის ზოდიაქოში და შეუერთდება პლანეტა მერკურს და მისი ვიბრაციებით ხელს შეუწყობს ენერგიების განახლებას.

– რას გვირჩევთ, რომ ეს ენერგიები წარმატებულად გამოვიყენოთ?

– ამ ენერგიების ძალიან წარმატებულად გამოყენება შეიძლება ახალმთავრეობამდე და 29 მარტს, მზის დაბნელებამდე, ნებისმიერი პროექტის დასაწყებად, თუნდაც იყოს მოულოდნელი და რადიკალური.

– ინტერვიუს ბოლოს, იქნებ, თვის ბოლო დღეების შეჯამებაც გაგვიკეთოთ.

– 29 მარტი, ახალი მთვარის შემდეგ და 13 აპრილი, გაზაფხულის პირველ სავსემთვარეობამდე, აღდგომის მოახლოებულ ვიბრაციასთან ერთად, ამ პერიოდს ცეცხლსა და ძალას შემატებს.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რა უნდა მიირთვათ ნეპალში

რა უნდა მიირთვათ ნეპალში

19 March, 2025
იცოდით, რომ ზოგიერთი საკვები შეიძლება თქვენს მხედველობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს?

იცოდით, რომ ზოგიერთი საკვები შეიძლება თქვენს მხედველობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს?

მარტი 19, 2025
იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

მარტი 19, 2025
 ამინდის შეცვლის რიტუალები ძველ მესხეთში –  მარილიანი ტაფა, თქმულებები, ლოცვები

 ამინდის შეცვლის რიტუალები ძველ მესხეთში –  მარილიანი ტაფა, თქმულებები, ლოცვები

მარტი 19, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
საინვესტიციო ჰაბი ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე – „როიტერსი“ საქართველოს შესახებ გადაღებულ ვიდეოსა და სტატიას აქვეყნებს

საინვესტიციო ჰაბი ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე – „როიტერსი“ საქართველოს შესახებ გადაღებულ ვიდეოსა და სტატიას აქვეყნებს

მარტი 19, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ იდეალური და მწიფე ავოკადო

როგორ შევარჩიოთ იდეალური და მწიფე ავოკადო

მარტი 19, 2025
ნიღაბი ხელის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

ნიღაბი ხელის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

მარტი 19, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
„სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამა გრძელდება — თბილისის მერია

„სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამა გრძელდება — თბილისის მერია

მარტი 19, 2025
კოსმოსში 9 თვის განმავლობაში ჩარჩენილი NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ

კოსმოსში 9 თვის განმავლობაში ჩარჩენილი NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ

მარტი 19, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი