საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდს, ბუდუ ზივზივაძეს წარმატებულ ასპარეზობას ეხმიანება გერმანული კლუბი “კარლსრუე”. სწორედ ამ კლუბში თამაშობს ბუდუ.
კლუბის ოფიციალურ გვერდზე “ფეისბუქში” ბუდუს შესახებ პოსტი გერმანულ და ქართულ ენაზე გამოქვეყნდა. ქართველი გულშემატკივრისთვის კი ქართულად დაწერილი ფრაზები სასაცილო აღმოჩნდა, რადგან, როგორც ჩანს, ის Google Translate-ის დახმარებით დაწერეს.
“ორმაგი პაკეტი ბუდუდან!
ჩვენმა თავდამსხმელმა ორივე გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების გუშინდელ 2:0 მოგებაში!
ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი შესარჩევი მატჩი საბერძნეთთან მომავალ სამშაბათს გაიმართება. KSC ოჯახი თითებს იჭერს!“, – ვკითხულობთ ტექსტში.
ცნობისთვის, “ერთა ლიგის” პლეიოფში საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” ლუქსემბურგს დაუპირისპირდა, მატჩის ორივე გოლი ზივზივაძის ანგარიშზეა. ფილაში, 26 თებერვალს ჩვენი გუნდი საბერძნეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). როგორ ულოცავს ბუდუ ზივზივაძეს გამარჯვებას საკუთარი გუნდი – ქართულად, სახალისოდ დაწერილი ტექსტი გერმანული „კარლსრუესგან. 22 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორ-ულოცავს-ბუდუ-ზივზი/

