მომღერალი გიდი-მძღოლი-ფოტოგრაფი, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა და სოციალური ქსელი დაიპყრო, 34 წლის ალექსანდრე ალიმბარაშვილია.
საოცრად მღერის ალექსანდრე ალიმბარაშვილი…
„თავისუფალ დროს, როცა არ მაქვს ტური, ვცდილობ დამატებითი შემოსავლისათვის ვიმუშაო ბოლტის აპლიკაციით…
დღის განმავლობაში ბევრი დასტრესილი ადამიანი მხვდება. ვცდილობ, რომ მუსიკით გავაქარწყლო მათი პრობლემები. უმეტესად მიღებენ ვიდეოს, რაც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. იმედია, ეს “აფეთქება” სწორად გაგრძელდება და ვეცდები ხალხის იმედები გავამართლო”, – ამბობს ალექსანდრე ალიმბარაშვილი.
ალექსანდრე 5 წლის ასაკიდან მღერის და სიმღერა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 2012 წელს მუსიკალურ პროექტში – „ახალი ხმა“ – იღებდა მონაწილეობას.
დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბიზნესის და მართვის მიმართულებით, მეორად პროფესიად არჩეული ჰქონდა ტურიზმი). ასევე დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალური განყოფილება – პროფესია: ვოკალი). პატარაობაში გახლდათ ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლ „მამულის“ სოლისტი. 11 წელი დადიოდა კალათბურთზე ბატონ ნიკოლოზ დერიუგინთან.
უყვარს ცურვა, ფეხბურთი, კრივი. აქვს საკუთარი ტურისტული კომპანია „ალექსტურ ჯორჯია“, რომელიც თითქმის 10 წელია ემსახურება როგორც უცხოელ, ასევე ქართველ ტურისტებს. მისი ცხოვრების ნახევარზე მეტი უკავია მუსიკას.
ჰყავს 7 წლის ქალიშვილი მია ალიმბარაშვილი, რომელიც ძალიან ნიჭიერი და მონდომებულია, სწავლობს კერძო სკოლა „მწიგნობართუხუცესში’’, მე-2 კლასში.


ასევე ცეკვაზე დადის ქალბატონ თეა დარჩიასთან.



QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). როგორ მოიპოვა პოპულარობა უმოკლეს დროში – მომღერალი გიდი-მძღოლი-ფოტოგრაფი, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა და სოციალური ქსელი დაიპყრო, ალექსანდრე ალიმბარაშვილია. 18 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორ-მოიპოვა-პოპულარობა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T10:16:38+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

