„განსაკუთრებით უყვარდა მისი შესრულებული სიმღერა „დაიგვიანეს“, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან…“ – რას იხსენებს ლევან კბილაშვილის და

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
„განსაკუთრებით უყვარდა მისი შესრულებული სიმღერა „დაიგვიანეს“, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან...“ - რას იხსენებს ლევან კბილაშვილის და

მომღერალ ლევან კბილაშვილის და, სალომე კბილაშვილი, ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბარში გარდაცვლილ ძმას იხსენებს და მის და საქართველოს პატრიარქის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ლევან კბილაშვილი ხშირად სტუმრობდა საპატრიარქოს, ხოლო პატრიარქს განსაკუთრებით უყვარდა მისი შესრულებული სიმღერა „დაიგვიანეს“, რომელსაც ლევანი არაერთხელ ასრულებდა მის წინაშე.

სალომეს განცხადებით, მოსკოვში კონკურსზე გამგზავრების წინ პატრიარქმა ლევანს გამარჯვება უწინასწარმეტყველა და ჯვარი აჩუქა, რომელიც მომღერალს სიცოცხლის ბოლომდე არ მოუხსნია.

„ლევანიკოს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან, ხშირად სტუმრობდა ხოლმე საპატრიარქოში. პატრიარქს ძალიან უყვარდა ლევანიკოს „დაიგვიანეს“ და ლევანიც ხშირად ასრულებდა მასთან. მოსკოვში რომ მიდიოდა, ლევანს უთხრა, შენ ამ კონკურსში გაიმარჯვებო და ჯვარი უჩუქებია, რომელიც ჩემს
ძმას არასდროს მოუხსნია.“

სალომე კბილაშვილი ოჯახურ ტრაგედიაზეც საუბრობს. მისი თქმით, დედა დღემდე უმძიმეს მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ მასთან დეიდა ცხოვრობს, შვილისა და მოგვიანებით მეუღლის გარდაცვალების ტკივილის გადატანა ძალიან უჭირს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „განსაკუთრებით უყვარდა მისი შესრულებული სიმღერა „დაიგვიანეს“, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან…“ – რას იხსენებს ლევან კბილაშვილის და. 1 ივლისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/განსაკუთრებით-უყვარდა-მ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi