ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიროგორ მოვამზადოთ კრაბის სალათი

როგორ მოვამზადოთ კრაბის სალათი

კრაბის სალათი ყველას უყვარს. უამრავი რეცეპტი არსებობს. თითქმის ყველა მათგანს საფუძვლად უდევს დაკონსერვებული სიმინდი და მოხარშული ბრინჯი. ჩვენ შემოგთავაზებთ განსხვავებულ ვარიანტს,

კრაბის სალათი  უნაზესი სტრუქტურითა და გემოთი გამოირჩევა და ამასთან საკმაოდ იოლად მზადდება.

მკვრივი სტრუქტურის ბრინჯი შევცვალეთ ფხვიერი კარტოფილით, რომელიც კანიანად იხარშება. სიფერადისთვის კერძს დამატებული აქვს მოხარშული სტაფილო. ამასთან ყველა ინგრედიენტი გახეხილია წვრილ სახეხზე, რაც კერძს ჰაეროვნებას ანიჭებს.

 

ინგრედიენტები

  • 4 ცალი კვერცხი
  • 4 ცალი კარტოფილი
  • 4 ს. კ. მაიონეზი
  • ერთი ცალი სტაფილო
  • 200 გ კრაბის ჩხირები

მომზადება

  1. ბოსტნეული და კვერცხი მოხარშე, გააციე და გაფცქვენი. კარტოფილი და სტაფილო გახეხე წვრილ სახეხზე. კვერცხის ცილა და გული გახეხე ცალკ-ცალკე. წვრილად დაჭრი კრაბის ჩხირები.
  2. სალათა დაალაგე ფენებად: ნახევარი კარტოფილი, კრაბის ჩხირები, კვერცხის ცილა, დარჩენილი კარტოფილი, სტაფილო, კვერცხის გული. თითოეულ ფენას წაუსვი ცოტ-ცოტა მაიონეზი.

როგორც ხედავთ, უბრალო ინგრედიენტებით სადღესასწაულო კერძი გამოდის ძალიან მარტივად. მოამზადეთ ოჯახის წევრებისა და სტუმრებისთვის და გემრიელად მიირთვით!

კითხვის გაგრძელება 👉 #shenisupra

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

  სწრაფი ღვეზელი საფუარიანი ცომით
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი