დილის 10 საათზე, რუსეთის 58-ე არმიის 70-ე მოტომსროლელი პოლკი ცხინვალის დასატოვებლად ემზადებოდა; ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური გრიგორი ხარიტონოვი ბატალიონ “ვოსტოკის” მეომრებთან საუბრით იქცევდა თავს.
– ომი მაშინ იყო, ბიჭებიც უფრო გულადები მყავდნენ, – ჩეჩნეთის მეორე ომს იხსენებდა ბატალიონის მეთაური, – ესენი, – თავის ჯარისკაცებზე მიუთითა ჩეჩნებს, – ცხინვალში რომ შემოვიდნენ, ზოგი ცუდადაცგამიხდა… დროზდოვ, – გასძახა ერთ-ერთ ჯარისკაცს. დროზდოვი ბატალიონის მეთაურს მიუახლოვდა.
– ცხინვალში რომ შემოვედით, ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა გათენდა, ჩემი თავი ამერიკულ ბლოგბასტერში მეგონა, ვიეტნამის ომზე რომ იღებდნენ ხოლმე: დამწვარი სახლები, ცხედრები, გული ცუდად გამიხდა, – თავის მართლებას შეეცადა საშა დროზდოვი. ჯარისკაცის სიტყვებზე ჩეჩნებს გულიანად გაეცინათ. განაგრძეთ კითხვა
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). როგორ იხსნებენ რუსები 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის ბრძოლას. 13 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორ-იხსნებენ-რუსები-2008-წლ/
