ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოროგორ დაიპყრეს ლაბუბუს თოჯინებმა მსოფლიო

როგორ დაიპყრეს ლაბუბუს თოჯინებმა მსოფლიო

შეიძლება ისინი სასაცილოდ, ამაზრზენად ან უბრალოდ უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ, ასეა თუ ისე, მსოფლიო სენსაციად იქცა პლუშის სათამაშო, სახელად ლაბუბუ.

რა ხდება?

ჩინური კომპანია Pop Mart-ის მიერ წარმოებული ფანტასტიკური არსება, რომელიც თავდაპირველად სასაცილო ურჩხულად იყო ჩაფიქრებული და გარეგნულად ოდნავ ელფს წააგავდა, დღეს, ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოს მოედო. სათამაშოს თაყვანისმცემლები არც ცნობილ ადამიანებს შორის აკლია: რიანა და დუა ლიპა, კიმ კარდაშიანი და ლიზა Blackpink-დან ამ არსებისადმი აღფრთოვანებას საჯაროდ გამოხატავენ. თუმცა ლაბუბუთი არანაკლებ აღფრთოვანებულები არც რიგითი მომხმარებლები არიან. ლონდონსა და შანხაიში მის შესაძენად ისეთი რიგები იქმნება, რომ გაზეთებშიც კი წერენ. უფრო მეტიც, ამ რიგებში დგომისას ისეთი ვნებები დუღს, რომ ზოგჯერ სასურველი თოჯინის ნებისმიერ ფასად მიღების სურვილი თავდასხმაში გადადის. „ასეთი სასტიკი კონკურენციის პირობებში, როდესაც საბოლოოდ მაინც ახერხებ სათამაშოს მიღებას, ამისგან მიღებული კმაყოფილება უბრალოდ წარმოუდგენელია“, – აღიარებს ფიონა ჩჟანი, რომელიც ლაბუბუს ფანია.

პლუშის მონსტრის გარშემო ატეხილმა გლობალურმა აჟიოტაჟმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში Pop Mart-ის მოგება თითქმის სამჯერ გაზარდა. ზოგი ამბობს, რომ ამ სათამაშომ პანდემიის შედეგად დაზარალებულ ჩინეთის იმიჯზეც კი იმოქმედა და დასავლეთთან მისი დაძაბული ურთიერთობა შეარბილა. რით დაიწყო ეს ყველაფერი? – ამ კითხვას პასუხი BBC-მ გასცა.

მაშ ასე, რა არის ლაბუბუ?

ეს კითხვა დღემდე აქტუალურია, თუმცა, მათაც კი, ვინც იცის პასუხი, არ შეუძლიათ ახსნან ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული პლუშის სათამაშოსადმი ასეთი აჟიოტაჟი. ლაბუბუ გამოგონილი პერსონაჟის სახელია, რომელიც ბრენდად იქცა. თავად სიტყვა არაფერს ნიშნავს და ეს პერსონაჟი მხოლოდ ერთ-ერთია ჰონგ-კონგელი მხატვრის, კასინ ლუნის, მიერ შექმნილი მულტფილმის – „მონსტრების“ სერიიდან. სათამაშოების სახეები ვინილისგან არის დამზადებული, მიმაგრებულია რბილ სხეულებზე და გამორჩეული იერი აქვთ – უზარმაზარი თვალები, წვეტიანი ყურები და ცელქი ღიმილი, რომელიც ზუსტად ცხრა კბილს აჩენს.

ინტერნეტ-მომხმარებლების შეფასებები ორად იყოფა. ისინი ვერ თანხმდებიან, სათამაშოები საყვარლად მიიჩნიონ თუ საშიშად. როგორც გამყიდველის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი, ლაბუბუ „გულკეთილია და ყოველთვის ცდილობს დახმარებას, მაგრამ ხშირად საპირისპირო შედეგს აღწევს“.

  სამდღიანი დეტოქსის წყალობით დაიკლებთ 3-დან 7 კგ-მდე. 3 დღის შემდეგ სასწორზე ციფრები მახარებს.

მულტფილმ „მონსტრებში“ ლაბუბუ გამოჩნდა რამდენიმე სერიაში – „Big into Energy“, „Have a Seat“, „Exciting Macaron“ და „Fall in Wild“. ლაბუბუს ბრენდი გამოგონილი სამყაროს სხვა პერსონაჟების თოჯინებსაც აწარმოებს. ესენია: ზიმომოს ტომის ლიდერი, მისი შეყვარებული ტაიკოკო და მათი მეგობარი მოკოკო. გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვის ამ თოჯინების ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან რთულია. ამის გაკეთება მარტივად მხოლოდ საკითხში გარკვეულ მომხმარებლებს შეუძლიათ, მაგრამ ლაბუბუს პოპულარობა იმდენად დიდია, რომ, ფაქტობრივად, ყველა სახეობა თაროებიდან უბრალოდ ქრება.

რა არის ცნობილი კომპანიის შესახებ, რომელიც ლაბუბუს ყიდის?

პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, Pop Mart-ის გაყიდვებში ლომის წილი შეიტანეს ე.წ. „ბრმა ყუთებმა“ (სხვანაირად, „კატა ტომარაში“). ამ შემთხვევაში, მყიდველი მხოლოდ შეძენილი ყუთის გახსნის შემდეგ იგებდა, თუ რა იყიდა. ეს ხდებოდა მანამ, სანამ 2019 წელს კომპანიამ კასინ ლუნასგან ლაბუბუს თოჯინების წარმოების ლიცენზიას არ მიიღო. ამ დროისთვის Pop Mart თითქმის 10-წლიანი არსებობის ისტორიას ითვლიდა. როდესაც ე.წ. „ბრმა ყუთების“ გაყიდვები გაიზარდა, Pop Mart-მა გამოუშვა თავისი პირველი თოჯინა – მოლლი, ასევე გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც ჰონგ-კონგელმა მხატვარმა კენნი ვონგმა შექმნა. თუმცა სწორედ ლაბუბუს გაყიდვებმა შეუწყო ხელი Pop Mart-ის შემოსავლების ზრდას და კომპანია 2020 წლის დეკემბერში, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე გაიტანეს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი აქციების ღირებულება ექვსჯერ გაიზარდა.

Pop Mart-ი დღეისთვის საცალო ვაჭრობის მსხვილ კომპანიას წარმოადგენს. ის მთელ მსოფლიოში 2000-ზე მეტ სავაჭრო აპარატს ანუ „რობომაღაზიას“ მართავს. შესაბამისად, ახლა უკვე ლაბუბუს თოჯინების შეძენა შესაძლებელია ფიზიკურ თუ ვირტუალურ მაღაზიებში 30-ზე მეტ ქვეყანაში, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან ავსტრალიამდე და სინგაპურამდე, თუმცა ბევრმა მათგანმა გაყიდვები დიდი მოთხოვნის გამო შეაჩერა. 2024 წელს, კონტინენტური ჩინეთის ფარგლებს გარეთ განხორციელებულმა გაყიდვებმა მისი მთლიანი შემოსავლის თითქმის 40% შეადგინა. იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად პოპულარული გახდა ლაბუბუ, ჩინეთის საბაჟოს წარმომადგენლებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ ბოლო დღეებში 70 000-ზე მეტი ყალბი თოჯინა ამოიღეს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ პლუშის მონსტრზე მოთხოვნა ერთ ღამეში არ გაზრდილა. სინამდვილეში, ელფ მონსტრებს რამდენიმე წელი დასჭირდათ, რომ ასეთი პოპულარობა მოეპოვებინათ.

  ათობით მგზავრის თვალწინ, ფრანკფურტის რკინიგზის სადგურზე, 27 წლის მამაკაცი მოკლეს

როგორ იქცა ლაბუბუ გლობალურ სენსაციად?

სანამ მსოფლიო ლაბუბუს სათამაშოებს აღმოაჩენდა, მათი პოპულარობა მხოლოდ ჩინეთით შემოიფარგლებოდა. ჩინეთზე ორიენტირებული კვლევითი ფირმა ChoZan-ის დამფუძნებლის, ეშლი დუდარენოკის თქმით, ლაბუბუები ჰიტად იქცნენ მას შემდეგ, რაც 2022 წლის ბოლოს ქვეყანამ პანდემია დაძლია. „პანდემიის შემდეგ, ჩინეთში ბევრ ადამიანს ეჩვენებოდა, რომ რაღაცაში ემოციური თავშესაფრის პოვნა სურდა… და ლაბუბუ ძალიან მომხიბვლელი, მაგრამ ქაოტური პერსონაჟი იყო. ის ამ ანტიპერფექციონიზმის განსახიერება გახლდათ“, – განმარტა მან.

ჩინეთის ინტერნეტი, რომელიც უზარმაზარი და კონკურენტუნარიანია, ქმნის ბევრ ვირუსულ ტენდენციას, რომლებიც გლობალურ მასშტაბებს ვერ აღწევს. თუმცა ლაბუბუ გამონაკლისია. მისი პოპულარობა მეზობელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სწრაფად გავრცელდა. კანადაში მცხოვრები ფიონა ამბობს, რომ ლაბუბუს შესახებ პირველად 2023 წელს, ფილიპინებში მცხოვრები მეგობრებისგან გაიგო და სწორედ მაშინ დაიწყო მათი ყიდვა. ამბობს, რომ მოსწონს, მაგრამ მათი მზარდი პოპულარობა მთავარი ცდუნებაა: „რაც უფრო პოპულარული ხდება, მით უფრო მეტად მინდა“. „ჩემს ქმარს არ ესმის, რატომ ვარ მე, 30 წლის ადამიანი ჩაციკლული იმაზე, თუ რა ფერის ლაბუბუ ვიყიდო“, – ამბობს ის.

ლაბუბუს პოპულარობა გაიზარდა 2024 წლის აპრილში, როდესაც ტაილანდში დაბადებულმა K-pop-ის სუპერვარსკვლავმა ლიზამ Instagram-ზე ლაბუბუს სხვადასხვა თოჯინებით გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო. მას სხვა ცნობილმა ადამიანებმაც მიბაძეს და თოჯინებიც მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული. მომღერალი რიანა თებერვალში გადაიღეს ლაბუბუს თოჯინით, რომელიც მას Louis Vuitton-ის ჩანთაზე ჰქონდა მიმაგრებული. ინფლუენსერმა კიმ კარდაშიანმა აპრილში Instagram-ის გამომწერებს გაუზიარა თავისი ლაბუბუს კოლექცია, რომელიც 10 თოჯინისგან შედგება. მაისში კი, ცნობილმა ბრიტანელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ლაბუბუს ფოტო, რომელიც მას ქალიშვილმა აჩუქა. დღეს უკვე ეს პლუშის თოჯინები ყველგან გვხვდება – არა მხოლოდ ინტერნეტში, არამედ მეგობრების, კოლეგებისა და გამვლელების ჩანთებზე.

რატომ არის ლაბუბუ ასეთი პოპულარული?

მარტივად რომ ვთქვათ, არ ვიცით. ვირუსული ტენდენციების უმეტესობის მსგავსად, ლაბუბუს მიმზიდველობის დადგენა რთულია – ეს არის სწორი მომენტის, კარგი დროისა და შემთხვევითობის კომბინაცია. პეკინი, რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილია. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, ლაბუბუ „წარმოაჩენს ჩინური კრეატიულობის, ხარისხისა და კულტურის მიმზიდველობას მსოფლიოსთვის გასაგებ ენაზე“.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.