ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესი"70-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მსგავსი აკრძალვა არსად მინახავს" - ბიზნესმენი დავით...

“70-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მსგავსი აკრძალვა არსად მინახავს” – ბიზნესმენი დავით კილაძე პლასტიკის აკრძალვის შესაძლო შედეგებზე

„მინიმუმ ტოტალურ უცოდინარობასთან გვაქვს საქმე! უფრო უარესი სცენარი – მავნებლობაა!“, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ბიზნესმენი დავით კილაძემ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან საქართველოში პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება-რეალიზაცია და იმპორტი იკრძალება, გარდა ექსპორტისა.

„70-მდე ქვეყანაში ნამყოფი ვარ და მსგავსი აკრძალვა არსად მინახავს“ – აცხადებს დავით კილაძე facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში და ვრცლად აღწერს, აღნიშნულმა რეგულაციამ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.

ბიზნესმენის მოსაზრებას BMG უცვლელად გთავაზობთ:

„ა) მხოლოდ პლასტმასის ბოთლები არ არის ჩვენი გარემოს დაბინძურების მიზეზი და ეს ყველასთვის ნათელია!!!!

ბ) შეიძლება უებარი წამალი არ არის წყალი პლასტმასის ბოთლში, მაგრამ ყველაზე მთავარ უბედურებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ეს არ წარმოადგენს!!!

გ ) გარემოზე ზრუნვა მინიმუმ ნარჩენების / ნაგვის სეპარირებით უნდა დაიწყო!!!

დ) გამოყენებული პლასტმასის ბოთლების გადამუშავების ქარხნები არსებობს მსოფლიოში და ჩვენთანაც შესაძლებელია ამის გაკეთება!!!

ეს უკანასკნელი ახალ ინდუსტრიას გააჩენს! (როგორც მინიმუმ) აქედან გამომდინარე, ყველა სარგებლით (დასაქმება, ბიუჯეტში შემოსავლები გარემოზე ზიანის შემცირება და ა.შ ).

ახლა შიდა ბაზრისთვის წარმოების აკრძალვაზე და შუშის ან თუნუქის ჭურჭელში წარმოებაზე მოგახსენებთ:

ექსპორტის ბაზარზე სერიოზული წარმატების მისაღწევად, საკუთარი ქვეყნის ბაზარზე ზურგის მომაგრება, რომ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ამას პირველ კურსზე ასწავლიან!!!

პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების აკრძალვა გამოიწვევს შემდეგს:

1) შექმნის ბევრი პროდუქტის დეფიციტს ( მაგ. ფუნქციური, სპორტული სასმელები სრულიად გაქრება, რადგან სპორტსმენი სპორტულ არენაზე შუშის ან თუნუქის ჭურჭელს ვერ გამოიყენებს მოუხერხებლობის გამო, შეიძლება გატყდეს კალათბურთის მოედანზე, ჩოგბურთის კორტზე, ველოტრეკზე, ყინულის მოედანზე).

2) გააძვირებს საბოლოო პროდუქციის თვითღირებულებას, ვინაიდან შუშა და თუნუქის ქილა უფრო ძვირია ვიდრე PET ბოთლი.

3) შეამცირებს მოთხოვნას ეტიკეტების, საცობების, თავსახურების მწარმოებლებთან და შეუქმნის პრობლემებს მომიჯნავე ინდუსტრიებს.

4) გართულდება და გაძვირდება ლოგისტიკა. პროდუქციის წონის და შეფუთვის სირთულის გამო. მოითხოვს ბევრად მეტ სადისტრიბუციო რესურსს.

  მთავრობამ 2026 წლისთვის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

5) უკვე არსებულ მწარმოებლებს დასჭირდებათ დრო (მინიმუმ 5 წელი) და დიდი ფინანსები გადაიარაღებისთვის.

6) კომპანიებს, ვინც ახლა აშენებს ქარხნებს, ასევე დასჭირდებათ დამატებით წელიწადზე მეტი დრო და დამატებითი ფინანსური რესურსები წარმოების ასამუშავებლად.

7) საბოლოო მომხმარებელს გაუძვირდება პროდუქცია მაღაზიის დახლზე.

8) ადამიანებს გაურთულდებათ პროდუქციის მოხმარება (12 ცალი PET ბოთლი შეფუთვაში უფრო მსუბუქია, ვიდრე იგივე რაოდენობის შუშის ბოთლი ასევე შუშის ბოთლი შეიძლება დაიმსხვრეს და ა.შ ).

9) PET ბოთლების გაქრობის შემთხვევაში მოიმატებს ქუჩაში შუშის ბოთლით სასმელის მოხმარება, რაც შეიცავს რისკის გაზრდის საფრთხეს (ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, დამტვრეული შუშა ცივი იარაღია…)

10) 70-მდე ქვეყანაში ნამყოფი ვარ და მსგავსი აკრძალვა არსად მინახავს.

სავარაუდოდ, ვინც გადაწყვეტილებას იღებს ჩვენს ქვეყანაში, მათაც აქვთ მოგზაურობის დიდი გამოცდილება და არ ფიქრობენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში გარემოს დაცვაზე არავინ ზრუნავს“, – წერს ბიზნესმენი დავით კილაძე.

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.