შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიროგორ დავგეგმოთ ცხოვრება კვირის დღეების მიხედვით

როგორ დავგეგმოთ ცხოვრება კვირის დღეების მიხედვით

იცოდით, რომ ნებისმიერი დღე კონკრეტული ენერგეტიკით გამოირჩევა? უფრო მე­ტიც, თითოეულ მათგანს კონკრეტული პლანეტა მართავს.

სწორედ ამიტომ დღეს გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ საჭირო რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ცხოვრება კვირის დღეების მიხედვით სწორად დაგეგმოთ.

ასტროლოგების თქმით, ორშაბათს მთვარე მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ  ეს დღე ემო­ცი­უ­რად შედარებით აქტიურია. ამიტომ უწოდებენ ხოლმე ორშაბათს კვირის “ყველაზე მძიმე დასაწყისს”. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სასურველია თუ ორშაბათ დღეს დროს ოჯახს დაუთმობთ და სხვა საქმეების შესრულებას ცოტა ხნით გვერდზე გადადებთ.

რაც შეეხება სამშაბათს, მას პლანეტა მარსი მართავს, ამიტომ ამ დღეს შეგიძლიათ შედარებით აქტიური და შემტევი იყოთ. ასევე, ნუ მოერიდებით რისკს. ასტროლოგები გირჩევენ, დაკავდეთ სპორტითა და სხვადასხვა ტიპის აქტივობით.

იქიდან გამომდინარე, რომ ოთხშაბათის მმართველი მერკურია – ეს დღე მოკლევადიანი მივლინებებისა და შეხვედრების დასაწყებად საუკეთესოდ ითვლება. გარდა ამისა,  კარგი იქნება თუ ოთხშაბათს რამე ახლის სწავლას დაუთმობთ.

ხუთშაბათი კი იუპიტერის ენერგეტიკითაა სავსე. როგორც ასტროლოგები ამბობენ, იუპიტერი ერთ-ერთი ყველაზე დადებითი და პოზიტიური პლანეტაა – ამიტომ ამ დღეს ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია თუ იურიდიული პრობლემა საუკეთესო გვარდება.

პარასკევი კი თურმე ყველაზე კარგი რომანტიკული შეხვედრებისთვის ყოფილა, რადგან კვირის ამ დღეს პლანეტა ვენერა მართავს. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, თავს გართობისა და მოდუნების საშუალება მისცეთ.

მთელი კვირის განმავლობაში დაგროვილი საქმეების მოგვარება შეგიძლიათ შაბათს დაგეგმოთ. ამ დღეს სატურნი მართავს, მას კი ძალიან უყვარს წესრიგი.

და­ ბოლოს, კვი­რა მზის ენერგეტიკითაა სავსე. რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ეს დღე ბავშვებს, გართობასა და აქტიურ დასვენებას დაუთმოთ.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

  სააღდგომო კვერცხი როგორ უნდა შევღებოთ თანაბრად? - რჩევები სრული შედეგისთვის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი