იცოდით, რომ ნებისმიერი დღე კონკრეტული ენერგეტიკით გამოირჩევა? უფრო მეტიც, თითოეულ მათგანს კონკრეტული პლანეტა მართავს.
ასტროლოგების თქმით, ორშაბათს მთვარე მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დღე ემოციურად შედარებით აქტიურია. ამიტომ უწოდებენ ხოლმე ორშაბათს კვირის “ყველაზე მძიმე დასაწყისს”. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სასურველია თუ ორშაბათ დღეს დროს ოჯახს დაუთმობთ და სხვა საქმეების შესრულებას ცოტა ხნით გვერდზე გადადებთ.
რაც შეეხება სამშაბათს, მას პლანეტა მარსი მართავს, ამიტომ ამ დღეს შეგიძლიათ შედარებით აქტიური და შემტევი იყოთ. ასევე, ნუ მოერიდებით რისკს. ასტროლოგები გირჩევენ, დაკავდეთ სპორტითა და სხვადასხვა ტიპის აქტივობით.
იქიდან გამომდინარე, რომ ოთხშაბათის მმართველი მერკურია – ეს დღე მოკლევადიანი მივლინებებისა და შეხვედრების დასაწყებად საუკეთესოდ ითვლება. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ ოთხშაბათს რამე ახლის სწავლას დაუთმობთ.
ხუთშაბათი კი იუპიტერის ენერგეტიკითაა სავსე. როგორც ასტროლოგები ამბობენ, იუპიტერი ერთ-ერთი ყველაზე დადებითი და პოზიტიური პლანეტაა – ამიტომ ამ დღეს ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია თუ იურიდიული პრობლემა საუკეთესო გვარდება.
პარასკევი კი თურმე ყველაზე კარგი რომანტიკული შეხვედრებისთვის ყოფილა, რადგან კვირის ამ დღეს პლანეტა ვენერა მართავს. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, თავს გართობისა და მოდუნების საშუალება მისცეთ.
მთელი კვირის განმავლობაში დაგროვილი საქმეების მოგვარება შეგიძლიათ შაბათს დაგეგმოთ. ამ დღეს სატურნი მართავს, მას კი ძალიან უყვარს წესრიგი.
და ბოლოს, კვირა მზის ენერგეტიკითაა სავსე. რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ეს დღე ბავშვებს, გართობასა და აქტიურ დასვენებას დაუთმოთ.
ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). როგორ დავგეგმოთ ცხოვრება კვირის დღეების მიხედვით. 18 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორ-დავგეგმოთ-ცხოვრება/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T11:16:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

