პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიროგორ გამოვაცხოთ მარილიანი კვერი სურბ სარქისის ღამისთვის

როგორ გამოვაცხოთ მარილიანი კვერი სურბ სარქისის ღამისთვის

ფენშუის სპეციალისტი, თიკა ქოქაშვილი, „დღის პოსტის“ ეთერში, რიტუალ „სუბსარქისის“ შესახებ საუბრობს.

2025 წელს, სურბ სარქისის დღესასწაული 15 თებერვალსაა.

„გასათხოვარი ქალები  აცხობენ მარილ-კვერს და ჭამენ, რომ სიზმარში საბედო ნახონ.  ასეთი ბევრი ისტორია არსებობს და ქალები ამბობენ, რომ მათ სწორედ მათი მეორე ნახევარი დაესიზმრათ.

მომზადების წესი:

მოზილეთ ცომი, ტაფაზე, უცხიმოდ გამოაცხვეთ კვერი. შეჭამეთ დაძინებამდე 1 სთ-ით ადრე. სხვა ნურც ნურაფერს შეჭამთ და ნურაფერს დალევთ.

საწოლთან ჭიქა წყალი დაიდგით და დაიძინეთ.

ის, ვინც სიზმარში წყალს მოგაწვდით, ან დაგალევინებთ, თქვენი საბედო იქნება!

გახსოვდეთ, მარილიანი კვერი ბედნიერმა ქალმა უნდა გამოგიცხოთ.

წმინდა სარქისის დღესასწაული (სუბსარქისი) არის სომხური სამოციქულო ეკლესიის ძველი ტრადიცია, როდესაც სარქის მეომრის დღესასწაულზე, რომელიც სიყვარულის მფარველად ითვლებ, ილოცებიან შეყვარებული წყვილები. მარტოხელები კი დღესასწაულის წინა საღამოს მიირთმევენ მარილიან კვერებს, რომ სიზმარში ნახონ თავისი მომავალი მეუღლე. დღესასწაული პოპულარულია საქართველოშიც და აღინიშნება არა მხოლოდ სომხური თემის მიერ.

სუბსარქისზე  იოსებ გრიშაშვილი “ქალაქურ ლექსიკონში” წერდა:

სუფსარქისის ეკლესიის დღეობა მოდის თებერვალში. გასათხოვარი ქალები წუმს ინახავენ, აცხობენ მარილ-კვერს და სჭამენ, რომ სიზმარში საბედო ნახონ.

თუ ვაჟმა ქალს თიხის ჯამით მიაწოდა წყალი, მაშინ არ ვარგა – ქალი სიღარიბეში ეყოლება, ხოლო თუ ვარცხლის ბადიაა – მაშინ ცოლს კარგად შეინახავს. ამ ნიადაგზე ხშირად შეყვარებულებიც განშორებულან.

  რჩევები რეცხვისას ტანსაცმელმა ფერი რომ არ დაკარგოს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი