პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიროგორ აინფიცირებს ვირუსი უჯრედებს - ნახეთ ვიდეო

როგორ აინფიცირებს ვირუსი უჯრედებს – ნახეთ ვიდეო

ვიცით, რომ ჩვენს ორგანიზმში შემოჭრისას ვირუსი უჯრედებს აინფიცირებს, მაგრამ როგორ გამოიყურება ეს პროცესი? ასეთი მიკროსკოპული „სანახაობის” გადაღება მარტივი არაა, მაგრამ ტოკიოს მეცნიერებათა უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა მისი დაფიქსირება მაინც შეძლეს.

ამისთვის მათ გიგანტური პათოგენი გამოიყენეს, რომლის აღბეჭდვაც შედარებით მარტივია, რადგან სხვა ვირუსები ზედმეტად პატარა ზომისაა. მას მიმივირუსი ეწოდება და დაახლოებით 750 ნანომეტრი დიამეტრი აქვს. რა თქმა უნდა, ამგვარ ნაწილაკს შეუიარაღებელი თვალით ვერ დავინახავთ, მაგრამ ოპტიკური მიკროსკოპით კარგად ჩანს.

იმის გადასაღებად, თუ როგორ აინფიცირებს ის უჯრედს, მეცნიერებმა მიმივირუსის სამიზნედ ამება Acanthamoeba castellanii აირჩიეს. ეს და სხვა მსგავსი სახეობები გარემოში საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ მათი გადაღებაც არაა მარტივი, რადგან სითხეში მოთავსებისას სულ მოძრაობაში არიან.

ამ დაბრკოლების გადასალახად სპეციალისტებმა ისინი აგარში გაზარდეს, რომელიც ჟელეს მსგავსი სქელი სტრუქტურისაა და მიკრობიოლოგიური კვლევებისთვისაც ხელსაყრელია. შედეგად, მეცნიერებმა უჯრედზე ვირუსის შეტევის კადრები მიკროსკოპით რეალურ დროში წარმატებით აღბეჭდეს.

  როგორ მოვუაროთ სახის კანს ზაფხულში- რჩევები თქვენი სიჯანსაღისთვის ✨️
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი