ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოროგორი იქნება და რა ეღირება მფრინავი მანქანები? - წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თით უკვე 2...

როგორი იქნება და რა ეღირება მფრინავი მანქანები? – წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თით უკვე 2 850 მან­ქა­ნა გაიყიდა

სტარ­ტაპ კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მფრი­ნავ მან­ქა­ნებს SpaceX-ის მხარ­და­ჭე­რით აწარ­მო­ებს, აცხა­დებს, რომ წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თით უკვე 2 850 მან­ქა­ნა გა­ყი­დეს. Model A-ს თი­თო­ე­უ­ლი მფრი­ნა­ვი მან­ქა­ნის ფასი $300 000-ს შე­ად­გენს. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, მან­ქა­ნის პირ­ვე­ლი პრო­ტო­ტი­პე­ბი მო­მა­ვა­ლი წლი­დან შე­მო­ვა ბა­ზარ­ზე და, შე­სა­ბა­მი­სად, ცა­ზეც.

სტარ­ტაპ კომ­პა­ნია Alef Aeronautics-მა გა­ნა­ცხა­და, რომ Model A-ს წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თე­ბის თან­ხა $850 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს.

385-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ორად­გი­ლი­ა­ნი მან­ქა­ნა პირ­ვე­ლად გა­სულ წელს წა­რად­გი­ნეს დეტ­რო­ი­ტის ავტო შო­უ­ზე. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელექტრო­მან­ქა­ნას ჰა­ერ­ში 177 კმ/სთ სიჩ­ქა­რის გან­ვი­თა­რე­ბა შე­უძ­ლია, მი­წა­ზე კი 56 კმ/სთ-ის.

Model A-ს სა­ჰა­ე­რო ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სერ­ტი­ფი­კა­ტი ფე­დე­რა­ლურ­მა სა­ა­ვი­ა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მი­ა­ნი­ჭა, რაც ნიშ­ნავს, რომ კომ­პა­ნი­ის მან­ქა­ნებს გარ­კვე­ულ ლო­კა­ცი­ებ­ზე ფრე­ნის უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ. თუმ­ცა ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გზებ­ზე სა­სი­ა­რუ­ლოდ, მას საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გა­ნაც სჭირ­დე­ბა თან­ხმო­ბა.

ქა­ლა­ქებ­ში მფრი­ნა­ვი მან­ქა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის პრაქ­ტი­კულ ას­პექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯე­რაც ბევ­რი გა­და­უჭ­რე­ლი კი­თხვა რჩე­ბა. ამ დრო­ის­თვის არ არ­სე­ბობს სა­მარ­თლებ­რი­ვი ან მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქებ­ში მფრი­ნა­ვი მან­ქა­ნე­ბის მარ­შრუ­ტებ­სა და ტრა­ექ­ტო­რი­ებს და­ა­რე­გუ­ლი­რებს.

კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ჯიმ დუ­ხოვ­ნიმ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და რომ “ის­ტო­რი­ა­ში პირ­ველ მფრი­ნავ მან­ქა­ნას” მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, და­ამ­ტკი­ცებ­დნენ: “თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად წავა, პირ­ვე­ლი მან­ქა­ნის წარ­მო­ე­ბას 2025 წლი­დან და­ვი­წყებთ”,- გა­ნა­ცხა­და დუ­ხოვ­ნიმ.

Model A-ს თა­ვი­სი კონ­კუ­რენ­ტე­ბის­გან ის გა­ნას­ხვა­ვებს, რომ ისი­ნი ვი­ზუ­ა­ლუ­რად გი­გან­ტურ დრო­ნებს წა­ა­გავს და მა­სა­ვით გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ.

დუ­ხოვ­ნის 2035 წლის­თვის კი­დევ უფრო ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი აქვს. მას სურს Model Z აწარ­მო­ოს, რო­მე­ლიც სავ­სე ავ­ზით ჰა­ერ­ში 321 კმ-ს და­ფა­რავს, გზა­ზე კი 643 კმ-ს. Model Z-ის სა­ვა­რა­უ­დო ფასი $35 000 იქ­ნე­ბა: “ჩვე­ნი მი­ზა­ნია, დავ­რწმუნ­დეთ, რომ ხალ­ხის­თვის ჩვე­ნი მან­ქა­ნე­ბის ფასი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა”,- დას­ძი­ნა კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  შვედეთის პოლიცია აცხადებს, რომ სკოლაში სროლის შედეგად, დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი