პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაროგორი ამინდი იქნება 12 ივნისს საქართველოში

როგორი ამინდი იქნება 12 ივნისს საქართველოში

12 ივნისს ქუთაისში დღისით +28 და ღამით +18 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექიან ამინდს ვარაუდობენ.

მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +27, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმში. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმაა, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღე იქნება. ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ჭიათურაში, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება.

ნალექიანი დღეა ბორჯომში, +28 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი დღეა. დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღის განმავლობაში +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში იწვიმებს, დღისით +22, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდი იქნება თელავში, სადაც დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღე იქნება. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექიანი ამინდი იქნება. დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

  4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება

თბილისში შესაძლოა, იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი