პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიროგორია ხანძრით დაზარალებულთა ჯანმრთელობის მადგომარეობა - კლინიკა "ჰელსიკორი" საგანგებო განცხადებას აქვეყნებს

როგორია ხანძრით დაზარალებულთა ჯანმრთელობის მადგომარეობა – კლინიკა “ჰელსიკორი” საგანგებო განცხადებას აქვეყნებს

თბილისის სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, კლინიკა „ჰელსიკორი“ იძულებული გახდა განეხორციელებინა უსაფრთხოების შესაბამისი ზომები — პაციენტების ევაკუაცია და მათი გადანაწილება დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკაში.

როგორც კლინიკის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ყველა პაციენტი უსაფრთხოდაა და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„ამ ეტაპზე მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არ ჩატარდება გეგმური პროცედურები, რაც დღეს იყო დაგეგმილი. კლინიკის ცხელი ხაზი: 574 060 533; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: 112; ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ და მყისიერად გიპასუხებთ“, – ნათქვამია კლინიკა „ჰელსიკორის“ განცხადებაში.

თბილისში, სადგურის მოედნის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი, რომელმაც სასაწყობე ფართობები და ტანსაცმლის ბაზრობა დააზიანა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეხანძრე-მაშველების დროული ჩარევის შედეგად ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  როგორ იმუშავებს მეტრო და ავტობუსები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი