როგორია ხანძრით დაზარალებულთა ჯანმრთელობის მადგომარეობა – კლინიკა “ჰელსიკორი” საგანგებო განცხადებას აქვეყნებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისის სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, კლინიკა „ჰელსიკორი“ იძულებული გახდა განეხორციელებინა უსაფრთხოების შესაბამისი ზომები — პაციენტების ევაკუაცია და მათი გადანაწილება დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკაში.

როგორც კლინიკის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ყველა პაციენტი უსაფრთხოდაა და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„ამ ეტაპზე მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არ ჩატარდება გეგმური პროცედურები, რაც დღეს იყო დაგეგმილი. კლინიკის ცხელი ხაზი: 574 060 533; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: 112; ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ და მყისიერად გიპასუხებთ“, – ნათქვამია კლინიკა „ჰელსიკორის“ განცხადებაში.

თბილისში, სადგურის მოედნის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი, რომელმაც სასაწყობე ფართობები და ტანსაცმლის ბაზრობა დააზიანა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მეხანძრე-მაშველების დროული ჩარევის შედეგად ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). როგორია ხანძრით დაზარალებულთა ჯანმრთელობის მადგომარეობა – კლინიკა “ჰელსიკორი” საგანგებო განცხადებას აქვეყნებს. 30 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორია-ხანძრით-დაზარალ-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi