შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსროგორია დაჭრილი და სასტიკად ნაცემი „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ამბობენ მედიკოსები

როგორია დაჭრილი და სასტიკად ნაცემი „გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ამბობენ მედიკოსები

რამდენიმე დღის წინ, სასტიკად ნაცემი და დაჭრილი „გლოვოს“ კურიერის, თემო სიგუას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – ამის შესახებ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, მაია მახარაშვილმა განაცხადა.

მედიკოსის ინფორმაციით, „გლოვოს“ კურიერს გუშინ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

კითხვაზე, შეძლეს თუ არა ექიმებმა ოპერაციის შედეგად ფეხის შენარჩუნება, მაია მახარაშვილი განმარტავს, რომ ბევრ დეტალზე ვერ ისაუბრებენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

„გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია. სტაბილურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სხვა დეტალებზე ვერ გესაუბრებით“ – აღნიშნა მაია მახარაშვილმა.

ცნობისთვის, 6 ივლისს, თბილისში “გლოვოს” კურიერი დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტრიქინელოზით დაავადების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი