რეზერვისტებმა რაბათის ციხეზე ფიცი დადეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 104-ე ბატალიონის რეზერვისტებმა რაბათის ციხეზე საზეიმოდ ფიცი დადეს.

ღონისძიებას ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან რეზერვისტებს ფიცის მიღება მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. გენერალმა განსაკუთრებული მადლობა რეზერვში ჩარიცხულ ქალბატონებს გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

დღესვე, ფიცი დადეს ბათუმში მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 105-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტებმა.

ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეზერვისტების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ღონისძიებას მოქმედი რეზერვისტებიც დაესწრნენ და სტუმრებს მუსიკალური ნომრები წარუდგინეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფიცის მიღებამდე, რეზერვისტებმა რვადღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

სამინისტროს ცნობით, 4-წლიან სარეზერვო სამსახურში რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეს მოიცავს. მომზადების კურსის მთავარი ამოცანა გეგმურ შეკრებებზე რეზერვისტებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად, რეალური საბრძოლო და კრიზისებზე რეაგირების უნარების შესწავლაა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები სარგებლობენ ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით. სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ეთვლებათ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რეზერვისტებმა რაბათის ციხეზე ფიცი დადეს. 17 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რეზერვისტებმა-რაბათის-ცი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi