ორშაბათი, იანვარი 26, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარეგისტრაციისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევა - ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი...

რეგისტრაციისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევა – ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს

რეგისტრაციისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევა – სეს-მ ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა! ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს ავრცელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს საზოგადოებრივი კვების ობიექტში – ი.მ. „ააკაშის საკვები“ (მის: თბილისი, ნუცუბიძის N31, ს/კ 304768570).
ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ინდურ სამზარეულოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები: სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არ იყო დაცული მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების (ეტიკეტირების) წესი, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
გამოვლენილი დარღვევებისათვის, ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე – 15-01. სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.
  ცოცხალი მუზეუმი, რომელიც ჩვენი ქვეყნის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს - გიორგი ქორქიას მოგზაურობა ნოქალაქევში
წინა პოსტი
შემდეგი პოსტი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი