სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedრა წვლილი მიუძღვით მშობლებსა და საგვარეულოს ჩვენი ბედის პროგრამირებაში

რა წვლილი მიუძღვით მშობლებსა და საგვარეულოს ჩვენი ბედის პროგრამირებაში

რა არის ბედი? – პროგრამა, რომელიც ჩვენთვის იწერება. მაგრამ ვინ წერს და ქმნის მას, როგორ აისახება ის ჩვენს ცხოვრებაზე და შეიძლება თუ არა, საბედისწერო პროგრამის ანუ ბედისწერის შეცვლა, ამ ყოველივეზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი თინა ფ.

– ბედი პროგრამაა, რომლითაც ამქვეყნად მოვედით და ვცხოვრობთ. ეს ასეა როგორც ფსიქოთერაპიის, ასევე ეზოთერიკის თვალსაზრისით. თავის მხრივ, „ბედის” პროგრამა ძალიან მასშტაბური და ტევადია, მოიცავს ქვეპროგრამებსაც. გამოიცანით, ვის მიერ ინსტალირდება ყველაზე ძლიერი პროგრამები? – რა თქმა უნდა, მშობლებისა (ან მათი ფუნქციის შემსრულებლების) და საგვარეულოსგან. საქმე ისაა, რომ თითოეულ გვარს (კლანს) თავისი წესები და კანონები აქვს, რაც მის კოლექტიურ არაცნობიერში გროვდება და ავტომატურად კოპირდება ოჯახის თითოეული წარმომადგენლის ცნობიერებაში. გარკვეული ინსტრუმენტების საშუალებით, საგვარეულოს წესებისა და კანონების (სცენარების) გამოთვლა მე-8 თაობამდეა შესაძლებელი, რაც საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი და ეს სრული სიმართლეა.

– რა ინსტრუმენტებია ასეთი?

– ესენია: მუშაობა მეხსიერების სიღრმეებში (ქვეცნობიერთან); ჰიპნოთერაპია; ეპიგენეტიკა – გვეხმარება გვარის პროგრამების წაკითხვაში მე-8 თაობამდე; ჰელინგერის განლაგება, რომელიც უმთავრესად, ასევე, მე-8 თაობამდე კითხულობს პროგრამას, თუმცა ჩემი მენტორი, რომელთანაც პირადად გავიარე ეს კურსი, ზოგჯერ მე-20 თაობამდეც კითხულობდა. გამომდინარე იქიდან, თუ როგორი მშობლები გვყავს და როგორ გვექცევიან, დგება პროგრამები, რომელთა მიხედვითაც გვექმნება ურთიერთობა სამყაროსთან: იქნება ის ჩვენთვის სამართლიანი თუ არა; ხალხი კარგად მოგვექცევა, თუ ბევრ ღალატსა და ტყუილს გადავაწყდებით; ცხოვრებაში ყველაფერი იოლად მოგვეცემა თუ – უდიდესი განსაცდელის გავლითა და პროგრამებით, ხალხის სიყვარულს დამსახურებისამებრ მივიღებთ თუ მარტივად; ღირსეული პიროვნება ვიქნებით თუ უღირსი. ფაქტია, რომ ბავშვობაში ძალიან მტკიცედ იბეჭდება ფსიქიკაში „მშობელთა შეფასებები“, რაც წარმოდგენას გვიქმნის, თუ „ვინ და რანი ვარ“, მაგალითად: „სულელი, იდიოტი” თუ „ყოჩაღი”; „ზარმაცი” თუ „გენიოსი”; „ლამაზი” თუ „მახინჯი იხვის ჭუკი”; „მერყევი და გაუბედავი” თუ „ყველაფერს გაუმკლავდები”; „კაცი ვერაფერს განდობს“ თუ „შენ ყველაფერი შეგიძლია”… და მსგავსი „მიმართვები”. როგორც წესი, ეს ეპითეტები თაობიდან თაობას გადაეცემა, ანუ, თუ ბებია დედის აღზრდისას იყენებდა ასეთ სიტყვებს, დიდი ალბათობით, დედაც იმავეს გამოიყენებს თქვენი აღზრდისას.

– ესე იგი, მთავარი „ბედის მწერნი“ ჩვენი მშობლები არიან?

– დიახ და როგორიც დაამახსოვრდა თქვენს შინაგან ბავშვს დედა, ისეთივე იქნება თქვენ ირგვლივ სამყარო; თქვენს ცხოვრებაში შემოვლენ იგივე ადამიანები და ზუსტად იგივე სცენები გათამაშდება, რაც ბავშვობაში დედასთან ერთად გადაგხდენიათ და დიდი ტკივილი მოგაყენათ – ასე ვითარდება ბედი… და როგორც თქვენს შინაგან ბავშვს ახსოვს მამა – საყრდენი და ყველაფერში თანამდგომი, ან ნაძირალა, რეგვენი და მოღალატე, შესაბამისად გამოავლენთ ცხოვრებაში თქვენს ნიჭსა და შესაძლებლობებს – იოლად და სულ სიმღერ-სიმღერით, ან ეკლიანი გზით ივლით, მაგრამ ვარსკვლავებს შეწვდებით. შემდგომ ბედს განსაზღვრავს საგვარეულო, რომელსაც მიეკუთვნებით. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე – თითოეულ კლანს თავისი წესები და კანონები აქვს, რომელიც ზოგჯერ გაუგებარი და ალოგიკურია, მაგრამ ეს მათ არსებობას ხელს არ უშლის.

– როგორ აისახება საგვარეულო წეს-კანონები ჩვენს ცხოვრებაზე?

– მაგალითად, გვარში შეიძლება იყოს კანონი: „იყავი უბედური პირად ცხოვრებაში და არ გყავდეს ქმარი“. ასეთი რამ თავად აღმოვაჩინე ჩემი ერთ-ერთი ნაცნობის ცხოვრებაში: მისი ბებია დაშორდა ქმარს, როცა ქალიშვილი ახალი შეძენილი ჰყავდა, შემდეგ, დედამისი მიატოვა ქმარმა მასზე ორსულობის პერიოდში და ახლა თავად მას – მესამე თაობას გვარში, ემუქრება საფრთხე. სერიოზულ ურთიერთობაში მყოფს სწორედ მას შემდეგ აერია ყველაფერი, რაც შეყვარებულმა დაქორწინება შესთავაზა. რაღაც გაურკვეველმა ძალებმა იწყეს მასზე ზემოქმედება და შედეგად: სიყვარული თითქოს აორთქლდა, სულში შფოთვამ და შიშმა დაისადგურა. იდილიისა და სიყვარულის ნაცვლად, საყვარელი მამაკაცის მიმართ გაუჩნდა გაუთავებელი პრეტენზიები, საყვედურებით ავსებდა მას და სულ უკმაყოფილო იყო. დაიწყო ჩხუბები, რომელიც მთავრდებოდა სურვილით, რომ ამდგარიყო და იქაურობას გასცლოდა, გაქცეულიყო. ასე რომ, საგვარეულოს კანონმა შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ტირანები, ალკოჰოლიკები მოიზიდოს ან ბავშვის დაკარგვა გამოიწვიოს. საგვარეულოში მოხვედრისთანავე შეუძლებელია მის კანონებს თავი დააღწიოთ – ქვეცნობიერის დონეზე, უნებლიეთ იწყებთ მათ განხორციელებას. თუმცა მისგან გათავისუფლებაც შეგიძლიათ, მაგრამ მხოლოდ შესაბამის სპეციალისტთან მუშაობით. ამას ბედის განკურნება ჰქვია, რის საფუძველზეც, ბედისწერა შეიძლება ხელახლა დაიწეროს (განიკურნოს) და ამით მოიპოვოთ უფლება, უარი თქვათ ძველ პროგრამაზე, რომელიც არ მოგწონთ და შეიყვანოთ ახალი (რომელსაც, თავდაპირველად, თქვენს აზრებსა და სურვილებში ქმნიდით). ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი