ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან ქვეყანაში

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან ქვეყანაში

 

2025 წლიდან ქვეყანაში გარკვეული ცვლილებები უკვე ამოქმედდა. გაიზარდა საჯარო მოხელეების ხელფასები, პენსიები, ცვლილება შეეხო სესხის გაცემის წესს და ა.შ. რიგი ცვლილებები კი ძალაში 1-ლი აპრილიდან შევა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისი ამოქმედება მოხდება საქართველოში 2025 წლის 1-ლი აპრილიდან.

2025 წლის 1 აპრილიდან, საქართველოში სიგარეტი მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება

2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა სიგარეტის ერთგვაროვანი შეფუთვის შესახებ რეგულაცია. რაც გულისხმობს, რომ ყველა სიგარეტის კოლოფი ერთნაირი, სადა შეფუთვის უნდა იყოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანიებს გარდამავალი პერიოდი მიეცათ და დახლებზე განთავსებული პროდუქციის ამოყიდვის უფლება ჰქონდათ 2025 წლის 1-ელ აპრილამდე.

უკვე მომდევნო თვიდან კი, ნებისმიერი სიგარეთის შეფუთვა იქნება ერთნაირი. უფრო ზუსტად, როგორც გასულ წელს „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე აცხადებდა, შეფუთვა იქნება ჟანგისფერი, დიზაინი კი დარჩება იგივე, მასზე ბრენდის სახელი და ქვესახეობაც იქნება დატანილი. შეიცვლება მხოლოდ კოლოფის ფერი. მისივე ცნობით, ცვლილება არ შეეხება ელექტროსიგარეტებს.

არსებული ინფორმაციით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

2025 წლის 1-ლი აპრილიდან პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდება

1-ლი აპრილიდან ამოქმედდება ჯარიმები პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების წესების დარღვევაზე. უფრო კონკრეტულად, პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, რომელსაც, არ აქვს მისი ფლობის ან/და გამოყენების უფლება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს უფლება გამოიწვევს ამ პირის 1000 ლარით დაჯარიმებას. გარდა ამისა, პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით გამოყენება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2025 წლის 1-ლი აპრილიდან არასრულწლოვნის მიერ „112“-ის არამიზნობრივ გამოყენებაზე ჯარიმა ამოქმედდება

2025 წლის 1-ლი აპრილიდან მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობა ზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამოქმედდება. მათ შორის ჯარიმა იქნება გამოყენებული, არასრულწლოვნის მიერ „112“-ს არამიზნობრივ გამოყენებაზეც.

  თბილისის სატრანსპორტო კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

უფრო კონკრეტულად, მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება: არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების, საცხოვრებლით, საკვებითა და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით, არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით, ცხოველისადმი არასათანადო, სასტიკი მოპყრობით, წვრილმანი ხულიგნობით, ხულიგნობით, ვანდალიზმის ჩადენით, ალკოჰოლიანი სასმლის სმით, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედების ჩადენით, „112“-ის – არამიზნობრივი გამოყენებით, აგრეთვე მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა ან მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა, გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით.

2025 წლის 1-ლი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია განხორციელდება

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1-ლი აპრილიდან განხორციელდება. ცნობისთვის, პარლამენტმა საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის ინიციატივას მხარი 20 თებერვალს დაუჭირა. ლიკვიდაციის შემდეგ, ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა. ბიუროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს კი მიეცემათ კომპენსაცია – 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი