რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კონდიციონერი ვირუსებისა და ინფექციის წყარო და როგორ ავირიდოთ ეს საფრთხე.
რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს კონდიციონერი ჯანმრთელობისთვის
როგორ გავლენას ახდენს კონდიციონერი ჯანმრთელობაზე?
დაბინძურებულ კონდიციონერში შესაძლოა განვითარდეს:
-
ბაქტერიული ინფექციები
-
ვირუსული დაავადებები
-
სოკოვანი პრობლემები
ყველაზე ხშირია ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანება — მათ შორის ყელის ტკივილი, ცხვირის სიმშრალე და ხველა. თუმცა გართულებული შემთხვევებში შესაძლოა საქმე ფილტვების ანთებამდე მივიდეს.
ლეგიონელოზი – იშვიათი, მაგრამ სერიოზული საფრთხე
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაავადება, რომელიც შეიძლება უკავშირდეს კონდიციონერებს, არის ლეგიონელოზი — მძიმე ფორმის პნევმონია, რომელსაც იწვევს ბაქტერია Legionella pneumophila. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ეს დაავადება იშვიათია. მისი გავრცელების რისკი ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაბინძურებული წყალი აღწევს კონდიცირების სისტემაში. გააგრძელეთ კითხვა