რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა გადაჭარბებულმა მიღებამ – როგორი უნდა იყოს მარილის დღიური ნორმა რაციონში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

როგორი უნდა იყოს მარილის დღიური ნორმა რაციონში,  რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა გადაჭარბებულმა მიღებამ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ლელა სტურუა საუბრობს:

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მარილის დღიური დოზა, რომელიც უნდა მივიღოთ, არის 5 გრამი. უფრო მეტის მოხმარება, რაც სამწუხაროდ, საქართველოში გვაქვს, ძალიან მავნეა. ბოლო მონაცემებით, მარილის დღიური დოზა საქართველოში, ქალებში არის 8-ნახევარი გრამი, ხოლო მამაკაცებში, 10 გრამამდე. ჭარბი მარილის მოხმარება პირველ რიგში იწვევს არტერიული წნევის ზრდას, ეს კი თავის მხრივ იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და ხანდახან სამწუხაროდ კატასტროფულ შედეგებს. თქვენ იცით, რომ არაგადამდებ დაავადებებს საქართველოში სიკვდილის მხრივ 80 პროცენტი უკავშირდება, აქედან 65 პროცენტი არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული“.

- Advertisement -
Ad imageAd image

   #drpkhakadze   #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა გადაჭარბებულმა მიღებამ – როგორი უნდა იყოს მარილის დღიური ნორმა რაციონში. 1 დეკემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-შეიძლება-გამოიწვიოს-მ-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi