გაიგეთ რა იმალება „დუბაის შოკოლადის“ შიგნით?
რა იმალება ასე პოპულარული ,,დუბაის შოკილადის” შიგნით სტატიიდან შეიტყობთ:

პროფესორი გიორგი ფხაკაძე
ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტკბილეულად ქცეული „დუბაის შოკოლადი“ შესაძლოა რეალური საფრთხე იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის – რამდენიმე ქვეყნის სურსათის კონტროლის უწყებებმა დაიწყეს მისი ბაზრიდან ამოღება.

დეტალურად განვიხილოთ, რატომ წარმოადგენს ეს პროდუქტი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს.
1. სალმონელა შოკოლადში – კანადის შემთხვევა
2024 წლის მარტში, კანადის სურსათის ინსპექციის სააგენტომ (CFIA) გამოაცხადა რისკის შესახებ: Oasis Treasures-ის მიერ წარმოებული პისტაჩოს შოკოლადი შესაძლოა დაბინძურებული იყოს სალმონელათი.

სალმონელა ბაქტერია იწვევს მწვავე დიარეას, ცხელებას, გულისრევას და განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, ორსულებისთვისა და ხანდაზმულებისთვის.
წყარო:
Canadian Food Inspection Agency (2024). Recall of Oasis Treasures Pistachio Dubai Chocolate due to Salmonella contamination.
2. გლიციდილის ეთერები – ევროპული გაფრთხილება
RASFF-ის (Rapid Alert System for Food and Feed – ევროკავშირის სურსათის უსაფრთხოების სისტემა) მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონკრეტული შოკოლადები შეიცავენ გლიციდილის ეთერებს – ნაერთებს, რომლებიც პოტენციურად კარცეროგენულია.
ეს ქიმიური ნაერთები წარმოიქმნება ცხიმოვანი მჟავების რაფინირების დროს და ეჭვმიტანილია ღვიძლის, თირკმლისა და ნერვული სისტემის დაზიანებაში.
წყარო:
Digicomply (2024). Glycidyl Esters Detected in Dubai Chocolate with Kunafa Pistachio.
3. მიკოტოქსინები – სოკოს წარმოშობის ტოქსინები
გერმანიაში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ დუბაის შოკოლადის პარტიებში აღმოჩნდა მიკოტოქსინები – ობისგან წარმოქმნილი ნივთიერებები, რომლებიც იწვევს ღვიძლის ტოქსიკურ დაზიანებას და აქვთ კარცეროგენული პოტენციალი.
წყარო:
LCTech GmbH (2024). Mycotoxin Contamination in Imported Chocolates.
https://www.lctech.de/en/blog/myco-dubaichocolate
4. დაუფიქსირებელი ალერგენები – სესამი
შოკოლადის შეფუთვაზე არ იყო მითითებული, რომ პროდუქტი შეიცავდა სესამის ნარჩენებს. სესამი ერთ-ერთია ყველაზე ძლიერ ალერგენებს შორის და მისი შეუმჩნეველი არსებობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ალერგიულ ადამიანებს.
წყარო:
Kitchen Stories (2024). Dubai Chocolate: The Trendiest Chocolate Is Getting a Recall.
5. კალორიული დაბომბვა – შაქარი და ცხიმი ჭარბად
გილიშიმის უნივერსიტეტის კვების ექსპერტებმა გააფრთხილეს მომხმარებელი, რომ დუბაის შოკოლადის ხშირი მოხმარება ზრდის ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს.

მისი პორცია შეიცავს საშუალოდ 350-500 კალორიას და შაქრის რეკომენდებულ დღიურ ნორმას აჭარბებს 60-80%-ით.
წყარო:
Gelişim University, Turkey (2024). Dubai Chocolate may increase Type 2 Diabetes Risk.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება:
„დუბაის შოკოლადი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პოპულარობამ და ვირუსულმა რეკლამამ გადაფაროს პროდუქტში არსებული ჯანმრთელობისთვის საშიში საფრთხეები. შოკოლადი – რომელიც შესაძლოა დამზადებულია არასრულად კონტროლირებად გარემოში – შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს არა მხოლოდ ალერგიული რეაქციები, არამედ კიბოს რისკის ზრდაც.“
როგორ დავიცვათ თავი?
შეამოწმეთ ეტიკეტზე პროდუქტის შემადგენლობა და წარმოების ქვეყანა
მოერიდეთ “შეიფუთე და აიღე” ტიპის უცნობ ბრენდებს, მით უმეტეს – იმპორტირებულ ტკბილეულს
გააფრთხილეთ ბავშვები და უფროსები – განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ალერგიები ან ქრონიკული დაავადებები
დაწერეთ კომენტარებში – თუ ერთხელ მაინც დაგიგემოვნებიათ ეს შოკოლადი, იცოდით თუ არა ზემოაღნიშნული ინფორმაცია?
გაავრცელეთ ეს პოსტი ახლობლებში – საზოგადოებრივი ჯანდაცვა იწყება ინფორმირებულობით!
შენი ექიმი – www.sheniekimi.ge
შენი მედიცინა – www.shenimedicina.ge
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD);
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
კითხვის გაგრძელება 👉 #shenisupra
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi


