ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემარა ვიცით მამუკა ჟღენტზე, რომელიც სახელმწიფოსთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ბრალდებით დააკავეს

რა ვიცით მამუკა ჟღენტზე, რომელიც სახელმწიფოსთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ბრალდებით დააკავეს

კორუფციული სკანდალები გრძელდება – სახელმწიფოს კუთვნილი 403 095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს „გურია ენერჯის” დირექტორი და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი დააკავეს. ამასთან, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი ბრალდება საზედამხედველო კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს წარედგინება.

„სახელმწიფოს კუთვნილი 403 ათას 95 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია შპს „გურია ენერჯის“ დირექტორი მ.ჟ. და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი პ.რ. ასევე საზედამხედველო კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს ტ.მ-ს წარედგინება ბრალდება…

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი 3.52 კილომეტრის სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში შპს „გურია ენერჯის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მ.ჟ. ტენდერის შესრულების კონსტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის, პ.რ.-ს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 403 ათას 95 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი,“ – აცხადებენ სუს-ში.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა არის ცნობილი შპს „გურია ენერჯის“ და მისი მფლობელის მამუკა ჟღენტის შესახებ.

რეესტრის არსებული მონაცემებით, „გურია ენერჯის გარდა მამუკა ჟღენტი ფლობს ასევე რამდენიმე კომპანიას. კერძოდ, მის საკუთრებაშია 2020 წელს რეგისტრირებულ შპს „გურია რესურსი“; 2007 წელს რეგისტრირებული შპს „ვიქტორია პალასი“; 2006 წელს რეგისტრირებული შპს „ორიონი-2006“.

გარდა ამისა, მამუკა ჟღენტი ფლობს შპს „ბ.პ. ბეტონის“ 25%-იან წილს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამავე კომპანიის 25%-იანი წილის მფლობელია ბიჭიკო პაიკიძე, რომელსაც ასევე პატიმრობა შეეფარდა გასულ კვირას, თუმცა, ის ქვეყანაში არ იმყოფება. პაიკიძის შემთხვევაში საუბარია მის კუთვნილ კომპანია „ბპ ტრანსზე“. აღნიშნული კომპანიის მხრიდან ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, სახელმწიფოს კუთვნილი 4.18 მლნ ლარის მოტყუებით დაუფლება მოხდა.

  მარტივი გზა თქვენი სხეულის ტოქსინებისგან გასათავისუფლებლად. გახდომა და დეტოქსიკაცია ორი მარტივი ინგრედიენტით. სტაბილურად ვიმეორებ კურსს ყოველ ექვს თვეში ერთხელ!

მამუკა ჟღენტი რეესტრში კიდევ რამდენიმე კომპანიის დირექტორად ფიქსირდება. კერძოდ, ეს კომპანიებია: შპს „ნიუ პოვერ“; შპს „საქართველოს ინერტული მასალების კომპანია-გ.მ.გ“; შპს „მონო 4“; შპს XPERA და შპს „ექსმეტალი“.

რაც შეეხება შპს „გურია ენერჯის“, რომლის საქმიანობის სფეროც გზებისა და ავტობანების მშენებლობაა, ჯამში 9 ტენდერშია აქვს მონაწილეობა მიღებული; აქედან, მოგებულ აქვს 5 ტენდერში, მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 5 583 966 ლარია.

უშუალოდ ლილო-ნორიოს დამაკავშირებელი გზის ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტს 2022 წლის მარტში აქვს გამოცხადებული, სავარაუდო ღირებულება 2 995 237 ლარი იყო, თუმცა კომპანიასთან კონტრაქტი შედარებით ნაკლებ თანხაზე 2 288 888 არის გაფორმებული. აღსანიშნავია, ისიც რომ ამ გზის რეაბილიტაციიდან რამდენიმე წელში, კერძოდ 2024 წლის ზაფხულში გზაზე არსებული ხიდი ჩაინგრა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მამუკა ჟღენტს 2020 წელს 30 ათასი ლარი აქვს შეწირული „ქართული ოცნებისთვის“.

რაც შეეხება შპს „გურია ენერჯის“ ფინანსურ მაჩვენებლებს, ანგარიშგების თანახმად, 2024 წლის ბოლოს კომპანიის საკუთრებაში იყო 5 114 436 ლარის აქტივები; გასული წლის ბოლოს კომპანია 2 259 ლარის ზარალზე გავიდა, მაშინ, როცა 2023 წლის ბოლოს 97 527 ლარი იყო.

წყარო

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.