შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარა ეტაპზეა ბირთვისის კანიონზე ეკოტურისტული ობიექტების მოწყობის სამუშაოები

რა ეტაპზეა ბირთვისის კანიონზე ეკოტურისტული ობიექტების მოწყობის სამუშაოები

ბირთვისის კანიონზე საფეხმავლო ბილიკებისა და გადასახედი პლატფორმების მოწყობის სამუშაოები დასრულდა – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ცნობით, უკვე დასრულებულია ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. ამ ეტაპზე კი აღნიშნული ცენტრის სარემონტო სამუშაოები ხორციელდება.

„აღნიშნულ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს ხიდების, საქანელას, კედელზე საცოცი ატრაქციონის – ვია ფერატას, კოტეჯების და კვების ობიექტის და ზიპლაინის მოწყობის სამუშაოები“, – განგვიცხადეს დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

ცნობისთვის, ადგილზე სამუშაოებს ახორციელებს შპს „ეკოტური“. ინვესტიციის მოცულობა 2-მილიონ ლარს აღემატება.

„ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოში განუმართეს, რომ ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა, ბირთვისის ციხის ტერიტორიას არ ეხება. მათივე ცნობით, სამშენებლო არეალი მოიცავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილში, ბირთვისის ბუნების ძეგლის (19.8 ჰა) და სოფელ ამლევის მცირე ნაწილს (0.74 ჰა).

birtvisi1-1744636193.jpg

birtvisi2-1744636211.jpg

birtvisi3-1744636250.jpg

birtvisi4-1744636271.jpg

birtvisi5-1744636289.jpg

birtvisi7-1744636308.jpg

author avatar
Ani Davidiani
  ბიუ ბიუ: "ჩვენს პროდუქტში ანტიბიოტიკი "ტეტრაციკლინი" არ ფიქსირდება, რის დამადასტურებელ საბუთს აქვე გაწვდით"
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი