სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმირა არის ქიმიური ნივთიერება “კამიტი” – როგორ ზემოქმედებს კამიტე ჩვენს ჯანმრთელობაზე?

რა არის ქიმიური ნივთიერება “კამიტი” – როგორ ზემოქმედებს კამიტე ჩვენს ჯანმრთელობაზე?

რა არის ქიმიური ნივთიერება “კამიტი” – როგორ ზემოქმედებს კამიტე ჩვენს ჯანმრთელობაზე?

“კამიტის” ჩასუნთქვისას, ვითარდება სასუნთქი გზების ლორწოვანის გაღიზიანება, თვალების წვა, მწვავე ინტოქსიკაცია, სუნთქვის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა. უკიდურეს შემთხვევაში – კომა და გარდაცვალება.

არსებობს მონაცემები, რომ აღნიშნული ნივთიერება გამოიყენეს პირველ მსოფლიო ომში.

„კამიტი“ არის ხანმოკლე მოქმედების, თუმცა მისი წყლის ჭავლში შერევა უკვე საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ქმნის. ბრომბენზილციანიდი არის უჯრედოვანი კომპონენტის ამშლელი ტოქსიკური ნივთიერება – უჯრედის დონეზე მოქმედებს და ბლოკავს სუნთქვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იწვევს ჰიპოქსიურ სტრესს, იგი კანიდან, თვალიდან და ზედა სასუნთქი გზებიდან სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში. ძლიერი წყლის ჭავლის და დიდი ექსპოზიციის შემთხვევაში კი ის უფრო ადვილად აღწევს ორგანიზმში. ამ დროს მისი ტოქსიკურობა ბევრად უფრო გამოხატულია.

თუმცა ეს არ არის კლასიკური ციანიდი. ეს არის ცრემლსადენი გაზი და ციანიდს ბევრად ჩამოუვარდება ტოქსიკურობით.

ვიკიპედიის თანახმად, კამიტე ერთ-ერთი პირველი ცრემლსადენი ქიმიური აგენტია. ის კლასიკურ ცრემლსადენ ნივთიერებათა კატეგორიას განეკუთვნება და თვისებებით თანამედროვე საშუალებებისგან განსხვავდება, რადგან ძლიერად ტოქსიკურია.

ძლიერი მოქმედების გამო ეს ნაერთი მოძველებულ ცრემლმდენ საშუალებად მიიჩნევა. კამიტე მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსკენ შექმნეს. პირველი მსოფლიო ომის დროს მისი გამოყენება უკვე მოკავშირეებმა დაიწყეს.

ბრძოლის ველზე კამიტეს გამოჩენამ ყურადღება მალევე მიიქცია, რადგან ის უკიდურესად მძლავრი და გამძლე აღმოჩნდა. მას სამხედროები შეტევაზე გადასვლისას იყენებდნენ, ამით კი მოწინააღმდეგის რიგებში დაბნეულობასა და ქაოსს იწვევდნენ.

კამიტე გაზში არ უნდა აგვერიოს. მას აეროზოლის ან წვრილი ფხვნილის ფორმით იყენებდნენ; ეს უკანასკნელი ჰაერში გაიფრქვეოდა და თვალებსა და სასუნთქ გზებს ძლიერად აღიზიანებდა.

როგორია ბრომობენზილის ციანიდის ქიმიური თვისებები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კამიტე იგივე ბრომბენზილის ციანიდია. ამერიკის მთავრობის ქიმიური ინფორმაციის ოფიციალური წყაროს მიხედვით, ეს ორგანული ნაერთია ქიმიური ფორმულით C₈H₆BrN. ესაა ნაერთი, რომელშიც ბენზილის ციანიდის ერთ-ერთი კომპონენტი ბრომის ატომითაა ჩანაცვლებული. ეს მას მაღალ რეაქტიულობასა და ძლიერ ტოქსიკურობას ანიჭებს. არსებობს ამ ნივთიერების რამდენიმე იზომერი, რომელთა ფიზიკური თვისებები განსხვავებულია — შეიძლება იყოს თხევადი, კრისტალური და მყარი.

  ადამიანი – მთლიანი ორგანიზმი… – მედიკოსთა შეხვედრა გაიმართა

კამიტე წყალში რთულად იხსნება და მასთან შედარებით მძიმეა. ნაერთის ლორწოვან გარსებთან, განსაკუთრებით თვალთან და სასუნთქ სისტემასთან, კონტაქტისას მათ ძლიერად აღიზიანებს.

  კვლევა – ასაკთან ერთად უკეთ ინარჩუნებდნენ გონებრივ სიმახვილეს – დიეტა, რომელიც სიბერეში გონების სიმახვილის შენარჩუნებას უწყობს ხელს

როგორ ზემოქმედებს კამიტე ჩვენს ჯანმრთელობაზე?

ამერიკის მთავრობის ქიმიური ინფორმაციის ოფიციალური წყაროს მიხედვით, კამიტეს ზემოქმედება შეიძლება იყოს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი. როგორც წესი, ის კონტაქტის ადგილას ძლიერ წვასა და ცრემლდენას იწვევს. ის ლორწოვან გარსებზე ზემოქმედებს, შედეგად კი ყელი, ცხვირი და სასუნთქი გზები ღიზიანდება.

მოკლევადიანი ზემოქმედება შემდეგნაირია:

  • თვალის წვა და ცრემლდენა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ყელის ძლიერი წვა;
  • ხველა;
  • თავბრუსხვევა;
  • კანის გაღიზიანება.

გრძელვადიანი ზემოქმედება შემდეგნაირია:

  • რქოვანის დაზიანება, მხედველობის გაუარესება;
  • ბრონქოსპაზმები;
  • ფილტვების დაზიანება;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები.

აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაციის (NOAA) მონაცემებით, კამიტეს დახურულ სივრცეში გამოყენება შეიძლება მომაკვდინებელიც კი იყოს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი