პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმირა არის გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები? რა სიმპტომები ახასიათებს? რა არის ჰიპერტენზია?

რა არის გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები? რა სიმპტომები ახასიათებს? რა არის ჰიპერტენზია?

რა არის გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები?

❤️‍🩹 გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. დაავადებების ეს ჯგუფი მოიცავს გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა გართულებას. გულის შეტევა და ინსულტი სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია. მათ იწვევს დაბლოკვა, რაც ხელს უშლის სისხლის ნაკადის მოძრაობას გულში ან ტვინში. ამის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ცხიმოვანი ნალექების დაგროვება სისხლძარღვების შიდა კედლებზე, რომლებიც გულსა და ტვინს ამარაგებენ. ინსულტი ტვინში სისხლძარღვიდან სისხლდენამ ან სისხლის შედედებამაც შეიძლება გამოიწვიოს. გააგრძელეთ კითხვა

შეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: ტექსტი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  შენობაში დიდხანს ყოფნამ შეიძლება დაარღვიოს ადამიანის ცირკადული რიტმები. სახლში დიდხანს ყოფნამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. შენობაში ძალიან დიდი დროის გატარებამ, განსაკუთრებით ბუნებრივი განათების გარეშე, შეიძლება დაარღვიოს ადამიანის ცირკადული რიტმი, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ცუდ ძილს და ენერგიის ნაკლებობას. გარდა ამისა, სახლში დიდ ხანს მჯდომ ადამიანებს უფრო მეტად აღენიშნებათ D ვიტამინის დეფიციტი. ამან, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს იმუნიტეტის დაქვეითება, ცუდი განწყობა და ძვლების ჯანმრთელობის პრობლემები. ასეთი შედეგების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მინიმუმ ათი წუთის განმავლობაში გარეთ გასეირნება, მაგალითად, სადილის შემდეგ. გამოვლენილიაცირკადულირიტმისდარღვევისსაშიშიშედეგისაერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საუთჰემპტონის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარები, აღმოაჩინა, რომ ცირკადული რითმების დარღვევამ (განსაკუთრებით ძილის რეჟიმი) შეიძლება გაამწვავოს დეპრესია და ნევროზი და ასევე გამოიწვიოს განწყობის არასტაბილურობა. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS). ახალი კვლევა მოიცავს ბოლოდროინდელ ნაშრომებში განხილულ მეცნიერულ მიმოხილვას ძილს (და სიფხიზლეს) და ფსიქიკურ დაავადებას შორის კავშირის შესახებ. აღნიშნულია, რომ მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზარდებსა და ახალგაზრდებს. კვლევების მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანის ბუნებრივი ბიორიტმის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს დეპრესია, შფოთვა და ნევროზი. გარდა ამისა, ძილის რეჟიმის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს განწყობის ცვალებადობა. იხილეთ სრულად
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი