სამშაბათი, მაისი 12, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებირატომ ჰქვია რომის პაპის ბეჭედს „მეთევზის ბეჭედი“ და რა არის მისი საიდუმლო?

რატომ ჰქვია რომის პაპის ბეჭედს „მეთევზის ბეჭედი“ და რა არის მისი საიდუმლო?

„მეთევზის ბეჭედი“ პაპის სამოსლის განუყოფელი ატრიბუტია და ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ტიარა. ბეჭედი ერთი პონტიფიკიდან მეორეს არ გადაეცემა, არამედ თითოეული პაპისთვის ინდივიდუალურად მზადდება. რა საიდუმლოს ინახავს პაპობის ეს სიმბოლო და რატომ ჰქვია „მეთევზის ბეჭედი“?

კათოლიკური ეკლესიის მეთაური ითვლება ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოწაფის, პეტრე მოციქულის მემკვიდრედ. მონათვლამდე უბრალო მეთევზე იყო და მოგვიანებით ამ პროფესიის სახელწოდება მეტაფორად შეარქვეს. ქრისტიანობაში მოციქული ითვლება „ადამიანთა სულების დამჭერად“, რომელიც ცოდვილებს აგროვებს და ჭეშმარიტ გზაზე აყენებს.

როგორც პეტრეს მიმდევარი, პაპიც ადამიანთა სულებს იჭერს, ცოდვათა მორევში ჩაძირვისგან იცავს, ამიტომაც პაპის ბეჭედმა მიიღო სახელი „მეთევზის ბეჭედი“. ბეჭედზე გამოსახულია ჯვარი და პეტრე მოციქული, რომელიც ზღვაში ბადეს აგდებს. ამავდროულად, თითოეული პაპის ბეჭედი უნიკალურია. ბეჭედი ახალი პონტიფიკისთვის მზადდება და მისი ინიციალებით ირთვება.

1842 წლამდე პაპის ბეჭედი მისი სახელით ბეჭდის როლს ასრულებდა წერილების და მნიშვნელოვანი დოკუმენტების დასადასტურებლად. „მეთევზის ბეჭედი“ სუფთა ოქროსგან მზადდებოდა. ბეჭედს არჩეულ პაპს კარდინალთა კოლეგიის დეკანი კორონაციის ცერემონიაზე გადასცემს. ამავდროულად, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ტუჩებით უნდა ემთხვიოს რელიკვიას, როგორც თავმდაბლობის და პატივისცემის ნიშანი პეტრე მოციქულის მემკვიდრის დიდი მისიის მიმართ.

პაპის გარდაცვალების ან გადადგომის შემდეგ მისი ბეჭედი ნადგურდება. ადრე ამას აკეთებდნენ იმისთვის, რომ კარდინალებს დოკუმენტებზე ბეჭდები არ გაეყალბებინათ. დღეს, როცა ბეჭდით საბუთებს აღარ ამოწმებენ, უბრალოდ მნიშვნელოვანი ტრადიციაა. ტრადიცია ბეჭედი გადაადნო, შემდეგ ისევ დაამზადო, რის გამოც „ფენიქსის ბეჭედსაც“ უწოდებენ.

საინტერესო ფაქტები პაპის ბეჭდის შესახებ

„მეთევზის ბეჭედი“ პირველად მოხსენებულია რომის პაპი კლემენტი IV-ის წერილში, რომელიც დაწერილია 1265 წელს. მას შემდეგ ვატიკანის მაღალი თანამდებობის პირებს შორის ბეჭდისადმი დამოკიდებულება შეიცვალა, მაგრამ რაღაც საინტერესო მაინც მოხდა. 2013 წელს პაპმა ფრანცისკემ, უმაღლესი სასულიერო წოდების მიღებისას ისურვა, ბეჭედი ოქროსგან დამზადებული არ ყოფილიყო.

პაპი ფრანცისკე

მისთვის ბეჭედი ვერცხლისგან ჩამოასხეს და ოქროთი დაფარეს. ეს გაკეთდა არა რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გამო, არამედ უბრალოდ დაზოგვის მიზნით. გამოყენებული მასალის მიუხედავად, „მეთევზის ბეჭედი“ ფასდაუდებელია, როგორც პაპის ერთ-ერთი სიმბოლო.

  ოქროს უბანი, სვანეთის უბანი და სხვები - რას უკავშირდება თბილისის ამა თუ იმ უბნის დასახელება?

პაპი ბენედიქტე XVI

2006 წელს რომის პაპმა ბენედიქტე XVI ერთ დღეში ორჯერ კინაღამ დაკარგა რელიკვია. ეს მოხდა იტალიის ქალაქ ვერონაში, მორწმუნეებთან შეხვედრის დროს. ბეჭედი თითიდან ორჯერ ჩამოუსრიალდა კათოლიკეებთან ხელის ჩამორთმევისას. ყოველ ჯერზე, ბეჭედი მფლობელს უბრუნდებოდა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.