„რატომ უნდა ჩავჯდე სტანდარტებში, ვიყო სტერეოტიპების გამტარებელი, რასაც მიყენებს დღევანდელი გარემო“ – მაკა ჩიჩუა თავის მოვლასა და დედობაზე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა „სხვა ნანუკას“ სტუმრობდა, სადაც თავისი ცხოვრების ახლანდელ ეტაპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სრულად ბავშვებზეა გადართული.

„ჩემს ცხოვრებაში სრული უძრაობაა….ვზივარ სახლში, ტყეში. საერთოდ არსად არ დავდივარ. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, რომ ჩამოვედი.

ვზივარ სახლში იმიტომ, რომ მყავს ორი ცალი პატარა ბავშვი და ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვენ. ერთიც და მეორეც. ახლა მაქსიმალურად ვჭირდები მათ.

ძალიან დავიღალე, მართლა დავიღალე. მაგრამ ყველა დედის ხვედრი ესაა.

- Advertisement -
Ad imageAd image

იქ იმდენი სასიამოვნო მომენტია..უყურებ როგორ ვითარდებიან, რა ახალ ფრაზებს და ნააზრევს ამბობენ, თან უნდათ რომ შენ გაგიზიარონ.

რადგან ჩემი პროფესია უფრო განმარტოვების პროფესიაა, არ ვარ გუნდური მოთამაშე, მინდა ხოლმე უფრო მეტად განმარტოვება, მაგრამ ვინ გაცდის?“ – აღნიშნა მაკამ.

მაკა ჩიჩუამ თავის მოვლის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ არანაირი რუტინა არ აქვს და არც ქირურგიული ჩარევებისთის თუ ინექციებისთვის მიუმართავს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „რატომ უნდა ჩავჯდე სტანდარტებში, ვიყო სტერეოტიპების გამტარებელი, რასაც მიყენებს დღევანდელი გარემო“ – მაკა ჩიჩუა თავის მოვლასა და დედობაზე. 1 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რატომ-უნდა-ჩავჯდე-სტანდ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi