პარასკევი, მაისი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდირატომ იკვებება ქეთი ხუციშვილი მხოლოდ ფაფით და როგორ იცავს ის ყველასთან დისტანციას

რატომ იკვებება ქეთი ხუციშვილი მხოლოდ ფაფით და როგორ იცავს ის ყველასთან დისტანციას

ქეთი ხუციშვილის „უცნობი მხარე“👇

– ვინ არის ქეთი ხუციშვილი?

ქეთი ხუციშვილი: ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრება აქვს – დილას ხან ყავით იწყებს, ხან ფაფით და მერე მოვლენებს მიჰყვება. შვილთან ურთიერთობა და სამსახური – ჩემთვის ეს არის მთავარი.

– როგორია შენი საოცნებო ცხოვრება?

– ზოგადად, ოცნებები არ მაქვს, მაგრამ თუ მაინცდამაინც, ვიოცნებებდი, მოგზაურობაში დავბერებულიყავი.

– გიკეთებია საქმე, რომელიც გძულდა?

– ალბათ, კი. პასუხისმგებლობა რომ გაქვს აღებული, შეიძლება, ისეთი საქმის კეთებაც დაგჭირდეს, რომელიც არ გიყვარს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ, ალბათ, ძალიან ადრე ხდებოდა. ვფიქრობ, უფრო სწავლის პერიოდში, როცა მეზარებოდა, მაგრამ ვალდებულება მქონდა და ვსწავლობდი.

– გულჩვილი ადამიანი ხარ?

– კი, ვარ. ძალიან პრიმიტიულმა ამბავმაც კი შეიძლება, ჩემში სენტიმენტები გამოიწვიოს. შესაძლოა, ტირილი არ დავიწყო, მაგრამ გული მომეწურება. საერთოდ, დიდად მტირალა არ ვარ.

– როგორც ვიცი, კომფორტზე შეყვარებული ადამიანი არ ხარ და რას გულისხმობ?

– ჩემთვის კომფორტი შეიძლება, ერთ ოთახში ცხოვრება იყოს და ვცხოვრობ კიდეც. მე საერთოდ არ მჭირდება 2-3 ოთახი და შესაბამისად, სურვილიც არ მაქვს, რომ მქონდეს. ძალიან პატარა ზომის ოთახშიც შემიძლია, ვიცხოვრო. მხოლოდ ერთი ჭიქა ყავითაც ვისიამოვნო და ადამიანებთან ურთიერთობით დავტკბე. თუ ლატარიაში ფულს მოვიგებ, ჩემს თავს შევუქმნი კომფორტს, რაც ბევრ მოგზაურობაში გამოიხატება.

– გინდა, რომ მსოფლიოში ცნობილი ადამიანი იყო?

– არა, რად მინდა?! როგორც ვარ ისიც ძალიან კარგად მაკმაყოფილებს. საქართველოში რომ მცნობენ, ესეც საკმარისია. მეტი სულაც არ არის საჭირო. ჩემს ცხოვრებაში ესეც ძალიან მოულოდნელად მოხდა. ასეთ რამეზე ვერც ვიფიქრებდი, მაგრამ მსოფლიო მასშტაბები სულ სხვაა, გაასმაგებული პასუხისმგებლობაა, ცოტა საფრთხილო და საშიშიც კია – მე ასე მგონია. ასეთ შემთხვევაში სიმშვიდე აღარ გაქვს, ადამიანები თითს იშვერენ შენკენ. ამიტომ, ნამდვილად ჯობია, ისე ვიყო, როგორც ვარ. სრულად

  რა ბედი ელის „ჩემი ცოლის დაქალებს“ - ვიხილავთ თუ არა ახალ სეზონს
author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი