ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძის განცხადებით, ონკოპაციენტები ულიმიტო მედიკამენტებს ვერ იღებენ, მიზეზი კი ქართულ ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტია.
როგორც სურგულაძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ულიმიტო მედიკამენტების შესყიდვის, შემოტანის, შენახვისა და დარიგების ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო, თუმცა ლოჯისტიკური ნაწილი ვერ უზრუნველყო, რის გამოც ონკოპაციენტები დღემდე მედიკამენტებს უწყვეტად ვერ იღებენ.
„ძალიან კარგი იდეა იყო, რომ ონკოლოგიური პაციენტებისთვის ულიმიტო იქნება ყველა მედიკამენტი. სახელმწიფომ თქვა, რომ მე შევისყიდი იაფადო. დღემდე პაციენტები ვერ იღებენ ულიმიტო მედიკამენტებს. ვერ იტარებენ, იმიტომ რომ ლოჯისტიკური ნაწილი ვერ მოაგვარეს. ჩამოტანა, დარიგება – სახელმწიფომ აიღო თავის თავზე. როცა კერძო კომპანიები არსებობენ, ისინი თავის პირობებით გააკეთებდნენ ამას და ბევრად უკეთ, ვიდრე სახელმწიფო. არ არის სახელმწიფოს საქმე წამლის შესყიდვა, ჩამოატანა, დარიგება, შენახვა და სხვა ლოჯისტიკური პრობლემები. ქიმიოთერაპიის ჩაგდება არ შეიძლება, ძვირი ღირს ეს მედიკამენტები. რომც მოინდომოს ვერ იყიდის, არ არის ბაზარზე, იმიტომ, რომ კერძოს ვერ შემოაქვს, რომ შემოიტანოს ვერ გაყიდის რადგან უფასოა. ქიმიოთერაპიის კურსის ჩაგდება შეიძლება წყალში ჩაყაროს წინა მკურნალობა და მძიმე შედეგები მოიტანოს“, – განცხადა ვატო სურგულაძემ.
წყარო: bpn
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). რატომ ვერ იღებენ ონკოპაციენტები ულიმიტო მედიკამენტებს – ჯანდაცვის ექსპერტის განმარტება. 16 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რატომ-ვერ-იღებენ-ონკოპაც/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T21:16:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
