ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებირატომ არის თურქეთის დედაქალაქი ანკარა და არა სტამბოლი

რატომ არის თურქეთის დედაქალაქი ანკარა და არა სტამბოლი

ადამიანს, რომელსაც ისტორიასთან შეხება არა აქვს, ასეთი კითხვა მართლაც შეიძლება გაუჩნდეს – სტამბოლს ხომ, თითქმის 500 წლის მანძილზე, დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა? დიდი, ულამაზესი ქალაქი, მოსახერხებელი ადგილმდებარეობით და მდიდარი ისტორიით.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მუსტაფა ქემალს (ათათურქს) იდეას დედაქალაქის ანკარაში გადატანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მიზეზები ჰქონდა და მათ შორის, ყველაზე მთავარი ოკუპაცია იყო.

I მსოფლიო ომში ოტომანთა იმპერიის დამარცხების შემდეგ, სტამბოლი და თურქეთის მთელი ტერიტორია ანტანტის ქვეყნების მიერ იყო დაპყრობილი. იმ დროს მუსტაფა ქემალი სამხედრო ოფიცერი და რევოლუციონერი იყო და ქვეყნის გადარჩენის მიზნით, მან თურქეთის ეროვნული კონგრესი დააარსა. ის კარგად აცნობიერებდა, რომ აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისთვის, მთავარი ქალაქი ოკუპირებული სტამბოლი ვერ იქნებოდა. ამიტომ, მან თურქ პატრიოტებს მოუწოდა, არ დამორჩილებოდნენ მარიონეტ სულთანს, ხოლო თავის მომხრეებს, ანკარაში ჩასვლა სთხოვა.

1920 წელის ზამთარში ევროპელმა მოკავშირებმა, დაუმორჩილებლობის მოტივით, ოსმანეთის პარლამენტი დაითხოვეს და ვინც იმ დროს დაკავებული არ იყო, ყველა ანკარაში გაიქცა, სადაც იმავე წლის აპრილში ახალი პარლამენტის – დიდი ეროვნული კრების სხდომა გაიმართა, რომელმაც საკუთარი თავი, ქვეყანაში ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებად გამოაცხადა… ხოლო ანკარამ, ახალი ხელისუფლების ყურადღება თავისი მთიანი ლანდშაფტით მიიპყრო, რაც სტრატეგიული თვალსაზრისით, თავდასხმის შემთხვევაში, მტრის მოსაგერიებლად მეტად ხელსაყრელი იყო. გარდა ამისა, ქალაქი ქვეყნის ცენტრში მდებარეობდა და მოკავშირე საჯარისო ფორმირებებთან კომუნიკაციის დასამყარებლად, ასევე ძალიან მოსახერხებელი იყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანკარის დედაქალაქად გამოცხადების საქმეში, გარკვეული როლი, ქვეყნის მომავალი პრეზიდენტ–რეფორმატორის იდეოლოგიურმა პრინციპებმაც შეასრულა. მუსტაფა ქემალს წარსულთან კავშირის გაწყვეტა და სრულიად ახალი, ეროვნული სახელმწიფოს შექმნა უნდოდა… და ეს გამოუვიდა კიდეც…

ქვეყნიდან ინტერვენტების გაყრის და 1923 წ. ლოზანის კონფერენციის შემდეგ, რომელზეც თურქეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნეს, ყველა სახელმწიფო დაწესებულება და უცხო ქვეყნის საელჩო, სტამბოლიდან ანკარაში გადავიდა. ხოლო, სტამბოლს ეკონომიკური ცენტრის და საპატიო, «კულტურის დედაქალაქის» სტატუსი დარჩა.

  უჩვეულო და სასტიკი ექსპერიმენტი საკუთარ შვილზე - რა დაადგინა მეცნიერმა, რომელიც შიმპანზესა და ბავშვს ერთად ზრდიდა

ასე გახდა, თითქმის ყველასთვის უცნობი, პატარა პროვინციული ქალაქი თურქეთის დედაქალაქი. ანკარას ეს სტატუსი 1923 წლის 13 ოქტომბერს მიენიჭა.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებები და ქართული წარმოება

ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებები და ქართული წარმოება

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
დაივიწყეთ მტვრევადი ფრჩხილები! ეს საშინაო რეცეპტები გადაარჩენს მათ!

დაივიწყეთ მტვრევადი ფრჩხილები! ეს საშინაო რეცეპტები გადაარჩენს მათ!

მარტი 31, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი