როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას. 43 წლის ასაკში მძიმე სენი შემეყარა სიმსივნე,- ასე იწყება წერილი, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ ჟურნალ კარიბჭის რედაქციას მისწერა.
როგორც წერილიდან ირკვევა, მამა დავითის (ნიჟარაძე) დამზადებულ წამალს, საოცარი მაკურნებელი ძალა აქვს:
წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„როდესაც ჯანმრთელობას კარგავ, მაშინ უფრო ახლოს მიდიხარ უფალთან და იქ ეძებ სულის შვებას. 43 წლის ასაკში მძიმე სენი შემეყარა სიმსივნე. ვმკურნალობდი, მაგრამ რთულად მიდიოდა ჩემი ჯანმრთელობა. გავიგე, რომ მოწამეთის მონასტერში ბერ დავითს (ნიჟარაძე), ძველი ბერებისგან ჰქონდა ნასწავლი ბალახეული წამლის მომზადება, რომელიც სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის უშვილობას შველოდა. მეც მას მივაშურე. ბერის სათნოებამ, დალოცვამ, იმედმა და ღვთის სიყვარულმა ტკივილი დამავიწყა.
ორი კურსი რომ დავლიე, გადავიღე მუცლის ღრუ. ონკოლოგიური კლინიკის ექიმმა-რადიოლოგმა დამამშვიდა – კარგი შედეგია, წვრილი ჩანართები გაწოვილია, მდგომარეობა უკეთესიაო. მკითხა, რითი მკურნალობო. ვუთხარი, ბერის გაკეთებულ წამალს ვსვამ-მეთქი.
საოცარი კურნების ძალა აქვს მამა დავითის გაკეთებულ წამალს. უამრავ ადამიანს სჭირდება შველა, იმედი, რწმენა და ეს ყველაფერი ნამდვილად შეუძლია მამა დავითს და მის დამზადებულ წამალს.
ჩემი მეგობარი, ლამარა გიორგაძე წლების განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი, ვერ დადიოდა, ფეხები დასივებული ჰქონდა. ამ წამლის მიღების მერე წამოდგა და სიარული შესძლო. შველის ტუბერკულოზის მძიმე ფორმას, წმენდს ორგანიზმს, ასუფთავებს სისხლძარღვებს. ძალას აძლევს და ამაგრებს სხეულს. უშვილო ქალბატონებს შვილები უჩნდებათ. მამა დავითი ღვთის შვილია, დიდი ბერი, დიდი ბერების გაზრდილი. მისი პირველი მამა და მასწავლებელი მამა გაგი იყო, შემდეგ კი უფალმა შეიყვარა და დიდი ძალა მისცა.
დიდი მადლობა მამა დავითს (ნიჟარაძე), რომ მისი წამლითა და ლოცვით ფეხზე ვდგავარ და სიცოცხლეს ვაგრძელებ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). „ტკივილი დამავიწყა…“ – რას წერს მოქალაქე მოწამეთას მონასტერში მოღვაწე ბერზე. 23 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ტკივილი-დამავიწყა-რას/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:56:40+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

