სამშაბათი, თებერვალი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმირას „ხედავენ" ადამიანები სიკვდილის მომენტში - კვლევა

რას „ხედავენ” ადამიანები სიკვდილის მომენტში – კვლევა

ჯერჯერობით ყველანი მოკვდავი არსებები ვართ.  ბუნებრივია, გვაინტერესებს რა ხდება ასეთ დროს ჩვენს ტვინში. სწორედ ეს საკითხი შეისწავლეს მკვლევრებმაც.

მაგალითად, 2022 წლის თებერვალში მეცნიერებმა შემთხვევით 87 წლის კაცის ტვინის აქტივობა იმ მომენტში დააფიქსირეს, როდესაც ის კვდებოდა. ამ ფატალურ მომენტამდე პაციენტს დაყენებული ჰქონდა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ტვინის ტალღებს განუწყვეტლივ აკვირდებოდა.

პაციენტს ჰქონდა ეპილესფია და ექიმები ელექტროენცეფალოგრაფიას (EEG) ამიტომ იყენებდნენ. და აი ამ შემთხვევამ, ექიმებს პაციენტის სიკვდილის მომენტში მისი ტვინის აქტივობის ჩაწერის საშუალება მისცა.

EEG-მ აჩვენა, რომ გულის გაჩერების შემდეგ ტვინის ის ნაწილები გააქტიურდა, რომლებიც სიზმრებთან და მახსოვრობასთანაა დაკავშირებული. მთლიანობაში, ტვინის ეს აქტივობა მეხსიერების აკუმულაციასთანაა დაკავშირებული. ზუსტად რამის თქმა რთულია, მაგრამ ეს მიანიშნებს, რომ სიკვდილის მომენტში შეიძლება ცხოვრებამ მართლაც “თვალწინ ჩაგვიქროლოს”.

რაც საინტერესოა, ამ შესაძლებლობას კიდევ უფრო აძლიერებს შემდგომი კვლევის შედეგები, რომლის ფარგლებშიც გულის შეტევით დაღუპული ოთხი პაციენტის მონაცემებსაც აკვირდებოდნენ. მკვლევრებმა პაციენტების სიკვდილის მომენტში ტვინის პარიეტალურსა და კეფის წილების კვეთებზე მნიშვნელოვანი აქტივობები დააფიქსირეს. ტვინის ეს აქტივობები დაკავშირებულია როგორც სიზმრებთან, ისე ცნობიერებასთან.

უფრო მეტის გასაგებად მკვლევრებმა ის ადამიანები გამოიკვლიეს, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გამოცადეს.

კვლევის მონაწილეთა 86 პროცენტმა აღნიშნა, რომ ხედავდა კაშკაშა შუქს, ხოლო 54 პროცენტმა თავისი ცხოვრება თითქოს თავიდან დაინახა. საერთო ჯამში, ადამიანებმა სიკვდილის გამოცდილება აღწერეს, როგორც სასიამოვნო და ამაღელვებელი. გამოკითხულთა 95-მა პროცენტმა განაცხადა, რომ კლინიკური სიკვდილის მომენტში დაეუფლა სიმშვიდის შეგრძნება.

მიუხედავად ამ შეხედულებებისა, სიკვდილის ფენომენი ნეირომეცნებისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია. უცნობია, რატომ რეაგირებს ტვინი ასე სიკვდილზე.

არსებობს თეორია, რის მიხედვითაც, ტვინი სიკვდილის მომენტში ძლიერ ფსიქოდელიურ ნაერთ DMT-ს ათავისუფლებს. ეს შეიძლება, უჟანგბადობის დროს ნეირონებისთვის სიცოცხლის შენარჩუნების გამო ხდებოდეს. ეს თეორია ნაწილობრივ ხსნის, თუ რატომ აქვთ ადამიანებს ჰალუცინაციის მსგავსი “ხედვები” კლინიკური სიკვდილის მომენტში.

და მაინც, ჯერჯერობით, იმის თქმა თუ რა ხდება სიკვდილის მომენტში ტვინში, არ შეგვიძლია.

primetime.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

11 February, 2025
“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

თებერვალი 11, 2025
სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

თებერვალი 11, 2025
ტყე და იმუნიტეტი – ბუნებაში დროის გატარება კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია?

ტყე და იმუნიტეტი – ბუნებაში დროის გატარება კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია?

თებერვალი 11, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

თებერვალი 11, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

თებერვალი 11, 2025
ექსკლუზიური ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან – გოგონა, რომელმაც ხევსურთს ახალი სული შთაბერა ✨️

ექსკლუზიური ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან – გოგონა, რომელმაც ხევსურთს ახალი სული შთაბერა ✨️

თებერვალი 11, 2025
17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

11 თებერვალი 2025
„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 11, 2025
2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

თებერვალი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი