შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარას საქმიანობს და რამდენს გამოიმუშავებს წელიწადში ირაკლი კობახიძის მეუღლე - მომავალი პრემიერის...

რას საქმიანობს და რამდენს გამოიმუშავებს წელიწადში ირაკლი კობახიძის მეუღლე – მომავალი პრემიერის თქმით, ნატალია მოწონელიძე თანამდებობას დატოვებს

საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი მეუღლე, ნატალია მოწონელიძე, რომელიც ამჟამად მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარეა, თანამდებობას დატოვებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დატოვებს თუ არა მისი მეუღლე თანამდებობას, კობახიძემ უპასუხა “რა თქმა უნდა”.

“არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის ზომებს. თუმცა რომც არ ითვალისწინებდეს, მაინც გამოირიცხებოდა ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური ინტერესთა კონფლიქტი”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გარდა სააგენტოს თავმჯდომარეობისა, ირაკლი კობახიძის დეკლარაციის თანახმად, ნატალია მოწონელიძე თსუ-შიც ასწავლის.

პრემიერობის კანდიდატმა დეკლარაცია ბოლოს 31 იანვარს შეავსო. ირაკლი კობახიძის დეკლარაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში მოწონელიძემ ირაკლი კობახიძეზე მაღალი – 85,377 ლარის ანაზღაურება მიიღო. რაც შეეხება თსუ-ს ანაზღაურებას, ნატალია მოწონელიძემ გასული წლის განმავლობაში 11,472 ლარის შემოსავალი მიიღო.

ირაკლი კობახიძის სახელფასო სარგო კი, 2023 წელს პარლამენტში 61,168 ლარი იყო, ხოლო თსუ-ში 13 989 ლარი. წყარო

  ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება - ირაკლი კობახიძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი