პრინცი ჰარი ლონდონშია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ მესამის სიმსივნის დიაგნოზის გასაჯაროების შემდეგ, მისი ვაჟი, პრინცი ჰარი ლონდონში დაბრუნდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჰარი უკვე კლარენს ჰაუსშია – მეფე ჩარლზისა და დედოფალ კამილას სახლში ლონდონში. ამასთან, ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, ლონდონში ყოფნისას ჰარი არ შეხვდება თავის ძმას, ტახტის მემკვიდრე პრინც უილიამს.

დიდი ბრიტანეთის მეფეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაცია ამის შესახებ 5 თებერვალს გავრცელდა. მაშინვე ცნობილი გახდა, რომ ჰარი, რომელიც ოჯახთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს, მამის სანახავად ლონდონში ჩასვლას გეგმავს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). პრინცი ჰარი ლონდონშია. 6 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/პრინცი-ჰარი-ლონდონშია/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi