მიუხედავად იმისა, რომ შემწვარი ქათამი და მისი ყველა ნაწილი დღეს ბევრი ადამიანისთვის ძირითად კერძად იქცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში ქათმებს ძირითადად კვერცხის დადების უნარის გამო აფასებდნენ.
ეს ყველაფერი შეიცვალა ბროილერის ქათმების (რომლებიც მხოლოდ ხორცისთვის იზრდებოდა) და სასოფლო-სამეურნეო რევოლუციის შედეგად, რამაც ფრინველის მასობრივი წარმოება შესაძლებელი გახადა, წერს IFL Science.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, ქათმის ხორცის პოპულარობა 1940-იან წლებში გაიზარდა და საბოლოოდ, 2010 წელს, ქვეყნის საყვარელ ხორცად წოდებულ საქონლის ხორცს გადაასწრო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინოვაციებმა ქათამი უფრო ხელმისაწვდომი გახადა, ბროილერების წარმოების სწრაფმა ზრდამ გავლენა მოახდინა თავად ხორცის ხარისხზე. მაგალითად, შესაძლოა, უმი ქათმის მკერდზე თეთრი ზოლები შეგენიშნათ.
2013 წელს ბოლონიის უნივერსიტეტის კვების მეცნიერებმა შეისწავლეს ქათმის ხორცის ქიმიური შემადგენლობა, რომელსაც თეთრი ზოლები დაჰყვებოდა. ძლიერი თეთრი ზოლები მიუთითებდა ცხიმის უფრო მაღალ შემცველობაზე, ცილის დაბალ დონესა და კოლაგენის მეტ რაოდენობაზე – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცილის დაბალ ხარისხზე.
ციფრების უფრო ღრმად შესწავლის შემდეგ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თეთრი ძარღვების გარეშე ქათმის მკერდი შეიცავდა დაახლოებით 0.78%-იან ცხიმს, ხოლო საშუალო და ძლიერი თეთრი ძარღვების მქონე ქათმის მკერდში ცხიმის შემცველობა შესაბამისად 1.46% და 2.53% იყო.
მეცნიერები თეთრი ზოლების გაჩენას თანამედროვე ჰიბრიდული ქათმის ჯიშების ფართოდ გავრცელებას მიაწერენ, რომლებიც სპეციალურად სწრაფი ზრდისა და წონაში მატებისთვის იყო გამოყვანილი.
კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ „თეთრი ზოლიანი ფილეების ქიმიური შემადგენლობა შესაძლოა კუნთოვანი ბოჭკოების დეგენერაციული პროცესის შედეგი იყოს“ და ვარაუდობენ, რომ ინტენსიურმა სელექციამ „კუნთების ანატომიისა და მეტაბოლიზმის ცვლილებები“ გამოიწვია.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). რას ნიშნავს ქათმის მკერდზე თეთრი ზოლები – პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ. 11 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რას-ნიშნავს-ქათმის-მკერდ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T01:51:38+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
