შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემარამდენ ხანს ინახება ხორცი მაცივარში - რჩევები

რამდენ ხანს ინახება ხორცი მაცივარში – რჩევები

ექსპერტების თქმით, ხანგრძლივი შენახვის შემდეგ ხორცი კარგავს როგორც სასარგებლო, ისე გემოვნურ თვისებებს.

საყინულე ნამდვილად გვეხმარება პროდუქტების უფრო ხანგრძლივად შენახვაში, ვიდრე მაცივარი. თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი ფაქტი: ყველა პროდუქტს აქვს საკუთარი შენახვის ვადა. თუ მას არ დავიცავთ, პროდუქტი დაკარგავს საკვებ და გემოვნურ ღირებულებებს.

აშშ-ის სოციალური მეურნეობის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, მიუხედავად იმისა, რომ გაყინული პროდუქტები დიდხანს არ ფუჭდება, მაინც არ ღირს მათი ზედმეტად დიდხანს შენახვა.

რამდენ ხანს ინახება ხორცი საყინულეში?

ყველაფერი ხორცის ტიპზეა დამოკიდებული:

ღორის ხორცი – მაქსიმუმ ,12 თვე

ძროხის, ინდაურის ან ქათმის ხორცი – დაახლოებით 9 თვე

ფარში – 4 თვემდე

მომზადებული (შემწვარი/მოხარშული) ხორცი – არაუმეტეს 3 თვისა

თუ ხორცი საყინულეში უფრო დიდხანს დარჩება, შესაძლოა, გამოვლინდეს:

ხარისხის გაუარესება – უხვად გაიფანტება ტენი და ხორცი გახდება მშრალი და უხეში

ფერის შეცვლა – ხანგრძლივი შენახვისას, ხორცი შეიძლება გაშავდეს ან გადაეკრას ნაცრისფერი ფერი

სუნის შთანთქმა – ხორცი შეიწოვს საყინულეში არსებულ სხვა პროდუქტების სუნს, რაც გემოს შეცვლის

სხვა პროდუქტების საყინულეში შენახვის ვადები:

ხილი (ციტრუსების გარდა) – 1 წელი

ბოსტნეული – 1 წელი

რძე – 6 თვე

კარაქი – 9 თვე

ციტრუსები – 3 თვე

უცხიმო თევზი – 6 თვე

ცხიმიანი თევზი – 3 თვე

ნაყინი – 2 თვე

კონსერვირებული ზღვის პროდუქტები – 2 თვე

ყველი – 1 თვე

  ქიშმიშიანი კექსის ყველაზე მარტივი რეცეპტი.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი